"ნაპოლი" "ბარსელონასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში „ნაპოლი“ გასვლაზე „ბარსელონასთან“ 1:3 დამარცხდა, ორი შეხვედრის ჯამში დაპირისპირება 2:4 დათმო და გათამაშებას გამოეთიშა.

პირთამდე სავსე სტადიონზე შეხვედრა მაღალ ტემპში, ორმხრივი შეტევებით დაიწყო. პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, მაგრამ ფერმინმა ბურთი კარს ააცილა. ცოტა ხანში კი ტრადიციულად ჩავარდა ნეაპოლელთა დაცვა და ფერმინმა თავისი გუნდი დააწინაურა. შემდეგ მერეტის კარი კანსელომ დალაშქრა და სტუმრები თავიდანვე მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რომლებიც თამაშის დალაგებას ვერ ახერხებდნენ და ბურთი კვარაცხელიამდე არ მიდიოდა. თუმცა რაჰმანიმ ანგარიში შეამცირა. მერე დი ლორენცოს თავური ტერ შტეგენმა
მოიგერია და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.

მეორე ტაიმში „ნაპოლი“ იერიშებზე გადავიდა. ხვიჩას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. კუბარსიმ საჯარიმოში ოსიმენი წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. კონტრშეტევისას რაფინიას მერეტმა არ გაატანინა. „პარტენოპეის“ მწვრთნელმა კალცონამ ტრაორესა და პოლიტანოს ნაცვლად მოედანზე ლინდსტრიომი და ოლივეირა შეუშვა. „ბარსა“ კი უპირატესობას დაეუფლა, ლევანდოვსკის მერეტმა არ გაატანინა, იამალმა მიზანს ვერ უწია. შემდეგ კი ლინდსტრიომმა ახლო მანძილიდან თავით ვერ გადაგზავნა ბურთი კარში. სამაგიეროდ, შანსი ლევანდოვსკიმ არ გაუშვა, რომელმაც სერხი რობერტოს პასი მიიღო და მეტოქის კარი დალაშქრა. მალე ნეაპოლელებმა კარგი მომენტი შექმნეს - კვარაცხელიამ რასპადორი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, რომლის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. კომპენსირებულ დროში "კვარამ" მეტოქეს ბურთი აართვა, ისევ ოდნავ ააცილა მიზანს, შეცვალეს და თამაშიც დასრულდა.

შემდეგ შეხვედრას „ნაპოლი“ 17 მარტს მილანში სერია A-ს ლიდერ „ინტერთან“ გამართავს.

ბარსელონა. „ოლიმპიკ ლიუის კომპანისი“
ბარსელონა - ნაპოლი 3:1
გოლები: 1:0 ფერმინი (15), 2:0 კანსელო (17), 2:1 რაჰმანი (30), 3:1 ლევანდოვსკი (83)

მკითხველის კომენტარები / 53 /
Ქართველები ისე ამართლებენ ხვიჩას თითქოს დე ლაურენტისი პუტინი იყოს და ომით გემუქრებოდეთ.სულ თავის მართლებაში და რაღაცეების ახსნა-მტკიცებაში ხართ. გუნდმა ითამაშა ცუდად და როგორც ჩანს ხვიჩა არაა არც მესი და არც მარადონა და ალბათ ოქროს ბურთს ვერასდროს მოიგებს ,მაგრამ ამით ცხოვრება არ მთავრდება. მთავარია ნორმალური ქვეყანა ააშენოთ . Ეს რჩევა ჩემგან სევანის ზღვის ნაპირებიდან .
garegin meore
13 მარტი 2024 02:44
23
მეგრელი-ს

ზღვაა, მა რაა ცავატანემ. მთავარი პორტით - სევანსტოპოლ (ნოდარ დუმბაძეს დავესესხები :)).
გოგია
13 მარტი 2024 03:40
2
ხვიჩას თავის მართლება არ სჭირდება, მადლობის მეტი მის მიმართ არავის არაფერი აქვს სათქმელი... ლაურა ფეხბურთში იგივეა, რაც პუტინი - პოლიტიკაში... გენიალური ფეხბურთელების უმრავლესობას არასდროს მოუგია ოქროს ბურთი, თუ ხვიჩამ ვერ მოიგო, მაგასაც ავიტანთ... სევანი ზღვა წარღვნის დროსაც არ ყოფილა - ყოველთვის ტბა იყო, ქვეყანაც ყოველთვის იმათზე უკეთესი გვქონდა, ვისი სახელითაც ვითომ გვეღადავები და ბოლოს, რჩევა რჩევის წილ- როცა მუზა შემოგაწვება, ეცადა სპორტულ საიტებს მაინც ასცდე ხოლმე...
დდდ
13 მარტი 2024 03:13
8
ყველა გამოხმაურება
დაცვა, ნახევარდაცვა აჭრილი,ასეთი თამაშით ნაპოლი ბარსას რომ ვერ დაამარცხებდა ცხადია, ხვიჩას სათანადოდ ვერ იყენებენ, პას ყოველთვის უგვიანებენ, უფრო მარჯვენა მხარეს არიან მიჯაჭვულნი და არაფერი გამოსდით, თუ ნაპოლში ვითარება არ შეიცვალა, ხვიჩას არ ექნება პროგრესი და დროულად უნდა გადავიდეს უკეთეს გუნდში
Nukri
13 მარტი 2024 02:35
8
ბიჯო... სპალეტის აგენბდით კუთხეში ყავს მიმწვდეულიო - იმაზევე აგინებდით, სანიოლს, ამაზევე აგინებთ ამ მწვრთნელს და კიდე იმას - ამასა და გარსიას შორის რო იყო გაუგებარი კაცი - და ერთი კითხვა მაქვს საიდან ამდენი საფეხბურთო განათლება სად მოიხვეჭეთ? რაფა ლეაოს ნაკლები ტექნიკა აქვს, ჯანი თუ ნაკლებია მაგრამ ბიჭო რა ვერ გაიგეთ რომ როდესაც ახალგაზრდა სწრაფ შემტევთან გაქვს საქმე უნდა იდგეს იქ სადაც დგას და მერე სიარაფე რომ მოაკლდებათ ხოლმე აყენებენ ცენტრში - რონალდო, მესი - ან თუ ჩ....ვი დარჩები ფლანგზე როგორც ოკამპოსი და 28 წლის ასაკში ჩაგანაცვლებენ ახალგაზრდა უფრო სწრაფი შემტევით იპოვიან ვინმეს ბრაზილიაში ვედრო მანეთად.
იურგენ კლოპი
13 მარტი 2024 02:34
6
ვაი იმ ბარსელონას ამისთანა ნაპოლისთან რომ წაეგო
ზკ
13 მარტი 2024 02:30
4
ხვიჩას ორი ასისტი გაანიავეს. ლინდსტრომი და ოლივერა ლაგოდეხის ჰერეთშიც ვერ გაქაჩავენ
სიმართლე
13 მარტი 2024 02:29
6
ვინც სერიოზულად ფიქრობთ, რომ ოსიმენზე პენალტი უნდა დანიშნულიყო და თანაც ამით ნაპოლის რაღაც შანსები გაუჩნდებოდა, ერთ კარგ რჩევას მოგცემდით ზოგადად ფეხბურთის ყურებასთან დაკავშირებით, მაგრამ ვშიშობ, არასწორად გამიგებთ და მეორე, არანაკლებ სასარგებლო რჩევას მოგცემთ - თუ მაინცდამაინც ყურებას არ იშლით, ეცადეთ, სიამოვნება მაინც მიიღოთ.. თუნდაც ასეთი თამაშებისგან...
დდდ
13 მარტი 2024 02:26
13
ოსიმენზე არდანიშნული ნაღდი პენალტის ეპიზოდი ვნახე და მსაჯს თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა. ერთხმად იგივეს ამბობენ იტალიური ტელევიზიების ექსპერტები. არ მესმის, ასეთი დონის ტურნირზე ესოდენ მნიშვნელოვან ეპიზოდს რატომ არ აქცევს Var-ი ყურადღებას. სწრაფად გადაწყვიტეს, რომ თამაშის წესების დარღვევას
ადგილი არ ჰქონდა. ამას შეხვედრის მიმდინარეობაზე შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა.
კალცონე
13 მარტი 2024 04:01
4
ხვიჩას დიდი პატივისცემა მაგრამ ბარსელონას როგორ უნდა წაეგო ამ სოფლის გუნდთან?!
სლავა უკრაინე
13 მარტი 2024 02:20
12
რა თქმა უნდა ნაპოლის თამაშის ეს მანერა საკუთარ კართან, მოკლე პასები უკან, რომელიც უმეტეს შემთხვევაში გართულებებით სრულდება, დიდი სისულელეა, მაგრამ ამის მიუხედავადაც კი უნდა აღინიშნოს მსაჯის მიკერძეულობა ბარსას მიმართ, განსაკუთრებით, როცა აშკარა პენალტი ოსიმენზე არ დანიშნა ბარსას კარში, რომლის გატანის და 2-2-ის შემთხვევაში შესაძლებელია სრულიად სხვა თამაში წასულიყო.
დურუ
13 მარტი 2024 02:15
11
პირველივე თამაშის მერე უკვე მოსალოდნელი იყო რომ ასე მოხდებოდა! თუმცა ოსიმენის ეპიზოდში პენალტი რომ დაენიშნათ მერე კაცმა არ იცის როგორ წავიდოდა თამაში! თვალებს ნუ დაიბრმავებთ ეხლა ბარსას ფანები და ნუ იტყვით რომ არ იყო, კაცს ლამის ფეხი მოაძრო ისე დააბიჯა!
მურთო
13 მარტი 2024 02:12
10
მეც ასე დავინახე რომ დააბიჯა. მანდ მსაჯს ვერ დაადანაშაულებ. ვარის ოთახში ვინც ზიან მათ უნდა მიეწოდებინათ ინფორმაცია
დავით 67
13 მარტი 2024 02:20
5
რა პენალი ანეგდოტს ყვები? თან რამის ფეხი მოაძროვო
ბარსა
13 მარტი 2024 02:17
17
რაღაც დიდად არ მგონია რომ ასეთი თამაშის მერე ბარსამ kk77 - ში 100 მილიონი გადაიხადოს. ასეთი დონის თამაშს ესპანეთის ჩემპიონატში ყველა მეორე ვინმე ნოუნეიმ როდრიგეს/ერნანდესი ან ყველა ვარიანტში ვინმე გარსია მაინც თამაშობს ყოველ შაბათ-კვირას, მაგრამ რა იცი ყველაფეეი მაფიაა. სადაც თავის დროზე ჩიგრინსკიში ლამის იმდენი გადაიხადეს რაც რონლდოში რეალმა :))) მოკლედ ჩვენ არხეინად ვიყოთ მთავარია კვარა ჩამოვა და დაგვეხმარება მარტის თამაშებში - ნუ თუ გავხდით ლუქსემბურგს, თუ კორონა არ ამოვარდა ან თუ გადამწვრები და დაღლილები არ ვიქნებით, რა თქმა უნდა
დინამიტი
13 მარტი 2024 02:10
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული