"ნაპოლი" "ბარსელონასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში „ნაპოლი“ გასვლაზე „ბარსელონასთან“ 1:3 დამარცხდა, ორი შეხვედრის ჯამში დაპირისპირება 2:4 დათმო და გათამაშებას გამოეთიშა.

პირთამდე სავსე სტადიონზე შეხვედრა მაღალ ტემპში, ორმხრივი შეტევებით დაიწყო. პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, მაგრამ ფერმინმა ბურთი კარს ააცილა. ცოტა ხანში კი ტრადიციულად ჩავარდა ნეაპოლელთა დაცვა და ფერმინმა თავისი გუნდი დააწინაურა. შემდეგ მერეტის კარი კანსელომ დალაშქრა და სტუმრები თავიდანვე მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რომლებიც თამაშის დალაგებას ვერ ახერხებდნენ და ბურთი კვარაცხელიამდე არ მიდიოდა. თუმცა რაჰმანიმ ანგარიში შეამცირა. მერე დი ლორენცოს თავური ტერ შტეგენმა
მოიგერია და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.

მეორე ტაიმში „ნაპოლი“ იერიშებზე გადავიდა. ხვიჩას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. კუბარსიმ საჯარიმოში ოსიმენი წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. კონტრშეტევისას რაფინიას მერეტმა არ გაატანინა. „პარტენოპეის“ მწვრთნელმა კალცონამ ტრაორესა და პოლიტანოს ნაცვლად მოედანზე ლინდსტრიომი და ოლივეირა შეუშვა. „ბარსა“ კი უპირატესობას დაეუფლა, ლევანდოვსკის მერეტმა არ გაატანინა, იამალმა მიზანს ვერ უწია. შემდეგ კი ლინდსტრიომმა ახლო მანძილიდან თავით ვერ გადაგზავნა ბურთი კარში. სამაგიეროდ, შანსი ლევანდოვსკიმ არ გაუშვა, რომელმაც სერხი რობერტოს პასი მიიღო და მეტოქის კარი დალაშქრა. მალე ნეაპოლელებმა კარგი მომენტი შექმნეს - კვარაცხელიამ რასპადორი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, რომლის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. კომპენსირებულ დროში "კვარამ" მეტოქეს ბურთი აართვა, ისევ ოდნავ ააცილა მიზანს, შეცვალეს და თამაშიც დასრულდა.

შემდეგ შეხვედრას „ნაპოლი“ 17 მარტს მილანში სერია A-ს ლიდერ „ინტერთან“ გამართავს.

ბარსელონა. „ოლიმპიკ ლიუის კომპანისი“
ბარსელონა - ნაპოლი 3:1
გოლები: 1:0 ფერმინი (15), 2:0 კანსელო (17), 2:1 რაჰმანი (30), 3:1 ლევანდოვსკი (83)

მკითხველის კომენტარები / 53 /
რა წაიღეს ტვინი ამ ნაპოლით,ერთი საშუალოზე დაბალი დონის გუნდია :0
0
როდესაც გასვლა ბარსელონაში გაქვს,(მიუხედავად იმისა ,რომ ის დღეს კრიზისშია )გახსნილი ფეხბურთი არ უნდა შესთავაზო(მითუმეტეს როცა არც შენ გიდგას კარგი დღეები),რამეთუ ის მაინც მასპინძელია და მასპინძლის ჟინით და მასპინძლის აურით მაინც გაჯობებს .კალცონამ დაუშვა დიდი შეცდომა როცა ეგონა რომ ნაპოლის შეეძლო ბარსელონას დაჯაბვნა ღია თამაშში.მაგრამ დაიწყო მატჩი და ნაპოლის დაცვითი რედუტები სოლომონ მორბელაძის ღობესავით მორღვეული აღმოჩნდა.მომენტი მომენტზე იქმნებოდა და საჭირო იყო სასწრაფო ზომების მიღება რათა აღეკვეთათ მტოქის თავისუფალი თარეში საკუთარ საჯარიმოში.არ მიიღეს ,ვერ მიიღეს და გოლებიც მალევე მიიღეს საკუთარ კარში.იმ მომენტში იქმნებოდა შთაბეჭდილება,რომ ნაპოლი ასტრონომიული ანგარიშით განადგურდებოდა,მაგრამ მეტოქის მოდუნებამ და მოლოდნელად კონცეტრაციის დაკარგვამ ,ნაპოლის მისცა შანსი თამაშში დაბრუნებისა.მეორე ტაიმში კი ბარსელონა კვლავ გონს მოეგო და საქმე ბოლომდე მიიყვანა.მე ერთი მაკვირვებს----გუნდი აგებდეს და მუდმივად უკან აკეთებდეს პასს,ჰაუტის მოწოდებას უამრავ დროს ახარჯავდეს,ორთაბრძოლებს სისტემატიურად აგებდეს,ტაქტიკას არ ცვლიდეს და ტემპის აწევას არ ცდილობდეს,რა გამოდის? რაც შეეხებათ კვარაცხელიას და ოსიმენს ,ისინი უდავოდ მაღალი კლასის ოსტატები არიან მაგრამ გუნდი მათ შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ იყენებს.იშვიათად გვინახავს ,რომ ხვიჩამ პარტნიორისგან ხელსაყრელ სიტუაციაში მიიღოს პასი და აგრეთვე იშვიათად გვინახავს ოსიმენზე გაკეთებული გადაცემა საჯარიმოში ,როდესაც ერთი ან მახსიმუმ ორი შეხების მეტი არ ინებოდა საჭირო.ამ დროს ის ხომ შეუჩერებელი ინებოდა და უამრავ გოლს გაიტანდა.პასები კი ფრთებიდან უნდა მიიღოს და სწორედ აქ არის საჭირო ხვიჩას უნარების გამოყენება ,რასაც გუნდი ვერაფრით ვერ ახერხებს ვერცერთი მწვრთნელის ხელში.ერთი სიტყვით ნაპოლი თავისი შემადგენლობით და მწვრთნელებით ,ამ ეტაპზე მეტის გამქაჩავი არ არის .ეგ არის და ეგ.
არგუტი
14:05 13-03-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული