"დიდი ფული არა ხვიჩას აგენტს, არამედ მე უნდა შემომთავაზონ" - რას აცხადებს დე ლაურენტისი კვარაცხელიას მომავალზე?"

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა "ბარსელონასთან" მატჩის წინ Mediaset-თან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა. კერძოდ, კომენტარი ფეხბურთელის აგენტის, მამუკა ჯუღელის ნათქვამზე გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ ხვიჩა "ნაპოლის" იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ მასში ისეთ თანხას შესთავაზებენ, რომელზეც კლუბის ხელმძღვანელები უარს ვერ იტყვიან.

"წინადადებით აუცილებლად მე უნდა მომმართონ და არა აგენტს. "კვარა" ჩვენთან მრავალწლიანი კონტრაქტითაა დაკავშირებული და მინდა გავუგრძელო. ჯენტლმენური შეთანხმება შედგა, რომ ამაზე სეზონის ბოლოს დავილაპარაკებდით და მე წინააღმდეგი არ წავედი. თუ დაიძაბა, მით უარესი მისთვის და ჩვენთვისაც. ამიტომ ყოველთვის კარგად შეთანხმებაა უკეთესი.
ვიცოდით, რომ შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა "ნაპოლის" წყალობით თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა და აღიარება მოიპოვა".

მკითხველის კომენტარები / 27 /
აქეთ კიდე ვალი დაადო, ამის უნამუსობას საზღვარი არა აქვს, ბიჭმა ჩემპიონი გახადა და ყველაზე დაბალ ხელფასზე ჰყავს, ფუი შენი!!!!
2
ხვიჩას იქით ქონია ფული გადასახდელი - რადგან ნაპოლიმ წარმოაჩინა. აი მორალი!!! დედაშენს მოკითხვა ყველა ქართველი ფეხბურთის გულშემატკივრისგან!!!
ვაჟა მასწავლებელი
14:05 13-03-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული