"დიდი ფული არა ხვიჩას აგენტს, არამედ მე უნდა შემომთავაზონ" - რას აცხადებს დე ლაურენტისი კვარაცხელიას მომავალზე?"

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა "ბარსელონასთან" მატჩის წინ Mediaset-თან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა. კერძოდ, კომენტარი ფეხბურთელის აგენტის, მამუკა ჯუღელის ნათქვამზე გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ ხვიჩა "ნაპოლის" იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ მასში ისეთ თანხას შესთავაზებენ, რომელზეც კლუბის ხელმძღვანელები უარს ვერ იტყვიან.

"წინადადებით აუცილებლად მე უნდა მომმართონ და არა აგენტს. "კვარა" ჩვენთან მრავალწლიანი კონტრაქტითაა დაკავშირებული და მინდა გავუგრძელო. ჯენტლმენური შეთანხმება შედგა, რომ ამაზე სეზონის ბოლოს დავილაპარაკებდით და მე წინააღმდეგი არ წავედი. თუ დაიძაბა, მით უარესი მისთვის და ჩვენთვისაც. ამიტომ ყოველთვის კარგად შეთანხმებაა უკეთესი.
ვიცოდით, რომ შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა "ნაპოლის" წყალობით თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა და აღიარება მოიპოვა".

მკითხველის კომენტარები / 27 /
დავით 67 და სხვა მსგავს მორალისტებს ვპასუხობ: სექსოლოგიის მასწავლებელი ვარ - გაწყობს? . . .
ვაჟა მასწავლებელი
12:02 14-03-2024
1
ჭკუასუსტის გარდა ვინ იტყვის იმას რომ ვინმე ცალკეული ფეხბურთელის დამსახურებაა სკუდეტო და ამ კაცის არა. უეფა დიდი ხანია უკვე რაც კორუფციის ჭაობში იხრჩობა, ამას მოწმობს ჩემპიონატების ჩატარება რუსეთში და კატარში, როდესაც უკეთესი პირობები ჰქონდათ სხვა ქვეყნებს. ეხლა აურელიოს შეუჩნდნენ, სკდებიან ბოღმით, ოღონდ მან ფული არ იშოვოს, ამასთანავე რამდენიმე იტალიური სპორტული გამოცემები მოისყიდეს. რომ არა ნაპოლი ვინ იცის ხვიჩა გამოავლენდა კი საკუთარ ნიჭს, ასევე რომ არა ხვიჩა მოგებდნენ კი სერია ა-ს.ასე რომ ორივე დასაფასებელია,მაგრამ აქ ზოგიერთის კომენტარზე უმადურობა და ბოროტება შეიმჩნევა. გამოთქმაა კიდევ ესეთი საკუთარი განავალი არ ყარსო? ეგ თქვენ გგონიათ ასე ახლომხედველებს.აქ ვიღაც სიკვდილს უსურვებს კიდევ ვიღაცა.ალბათ იმიტომ რომ იტალიის ჭ კლასიდან ამოათრია სერია ა-ში ნაპოლი და რამდენიმე წელიწადში ჩემპიონი გახადა.
დავით 67
01:04 14-03-2024
4

სიახლეები პოპულარული