Areanapoli: გამოცანა - რატომ აქვს დენდონკერს კვარაცხელიაზე გაცილებით მაღალი ხელფასი?

AutoSharing Option
Areanapoli-მ "ნაპოლის" 28 წლის ბელგიელი საყრდენი ნახევარმცველის, ლეანდერ დენდონკერის შესახებ წერილი გამოაქვეყნა, გაკვირვებით აღნიშნა, რომ ფეხბურთელი, რომელიც თითქმის ყოველთვის სათადარიგოთა სკამზე ზის, ხვიჩა კვარაცხელიაზე გაცილებით დიდ გასამრჯელოს იღებს და ეს გამოცანად რჩება.

დენდონკერს "ასტონ ვილაში" თამაში იშვიათად უწევდა, "ნაპოლიში" იჯარით გაუშვეს, სადაც სტანისლავ ლობოტკას დუბლიორი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჯერ მხოლოდ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამივეჯერ შეხვედრის დასასრულს შეცვლაზე შევიდა.

დენდონკერი ექვსთვიანი იჯარის პერიოდში დაახლოებით 2.2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც კვარაცხელიას წლიურ ანაზღაურებაზე, 1.4 მილიონზე, გაცილებით მეტია.

"ნაპოლის" ზაფხულში ბირმინგემული კლუბისგან დენდონკერის 9
მილიონად გამოსყიდვა შეუძლია.

მკითხველის კომენტარები / 17 /
რა შუაშია ჯუღელი,მე ვარ დებილი.
სკამზე ჯდომაში 2 მილიონის მიცემას არ ჯობდა ეგ ფული კვარასთვის დამემატებინა.
73 წლის კაცო ვარ და ასეთ კაცობაში გავატარე ცხოვრება
ლავრენტა
15 მარტი 2024 12:21
0
ქართული ფეხბურთი მიზეზი არ არის. არაპროფესიონალი აგენტის თემაა. თუნდაც არ ყოფილიყო თავიდან ამხელა მოლოდინი კვარაზე, მაინც არის კარგ კონტრაქტში პუნქტები წარმატებული სეზონის შემთხვევაში რა ხდება. "პერეგავორებმა" ეგ არ იცის ალბათ.
ირაკლი
15 მარტი 2024 11:10
7
პრობლემა არის კონტრაქტში, რაიოლას კლიენტებ შეხედეთ რა პირობები აქვთ, გასაგებია რომ ყველაზე დიდი მეოცნებეც კი ვერ წარმოიდგენდა ხვიჩას ასეთ პროგრესს პირველივე წელს, მაგრამ ერთადერთი შეცდომა რაც დაუშვა ჯუღელმა ეს არ არის არც ხელფასი და არც კონტრაქტის ვადა, ეს არის გამოსასყიდი თანხის არ ჩადება, დარწმუნებული ვარ ევროპისთვის სრულიად უცხო ფეხბურთელში რომელშიც ლაურენტისმა 10 მილიონი გადაიხადა, 50 მილიონი გამოსასყიდის თანხას პროტესტით არ შეხვდებოდა, ბიზნესმენია და 400% პროფიტზე გიჟი უნდა ყოფილიყო უარი რომ ეთქვა, ეხლა კიდევ მადა გაეხსნა და უკვე ორივე ჯოკერი ხელში უჭირავს და გასაკვირი სულაც არ არის როგორც იქცევა
მამუკა
15 მარტი 2024 22:18
0
ჯუღელმა კონტრაქტის სარფიანიბის ერთადერთ კრიტერიუმად,კონტრაქტის ხანგრძლივობა ჩათვალა.ასე იყო რუბინშიც და ნაპოლიშიც.მთავარ იყო,მაქსიმალურად დიდი ხნით ყოფილიყო გარამტირებული ხელფასით.ახლა კი აცხადებს,ვიცოდი,ასე წარმატებული იქნებოდაო,მაგრამ ფაქტები,საპირისპიროს მეტყველებენ.არ სჯეროდა მისი და ცდილობდა,რაც შეიძლება ხანგრძლივი კონტრაქტი დაედო.სხვა პირობები,მას არ აინტერესებდა.
სოსო
15 მარტი 2024 22:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული