Areanapoli-მ "ნაპოლის" 28 წლის ბელგიელი საყრდენი ნახევარმცველის, ლეანდერ დენდონკერის შესახებ წერილი გამოაქვეყნა, გაკვირვებით აღნიშნა, რომ ფეხბურთელი, რომელიც თითქმის ყოველთვის სათადარიგოთა სკამზე ზის, ხვიჩა კვარაცხელიაზე გაცილებით დიდ გასამრჯელოს იღებს და ეს გამოცანად რჩება.
დენდონკერს "ასტონ ვილაში" თამაში იშვიათად უწევდა, "ნაპოლიში" იჯარით გაუშვეს, სადაც სტანისლავ ლობოტკას დუბლიორი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჯერ მხოლოდ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამივეჯერ შეხვედრის დასასრულს შეცვლაზე შევიდა.
დენდონკერი ექვსთვიანი იჯარის პერიოდში დაახლოებით 2.2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც კვარაცხელიას წლიურ ანაზღაურებაზე, 1.4 მილიონზე, გაცილებით მეტია.
"ნაპოლის" ზაფხულში ბირმინგემული კლუბისგან დენდონკერის 9
მილიონად გამოსყიდვა შეუძლია.
არასწორი შეფასებაა მეგობარო. ეგრე არ კეთდება ბიზნესი.
ვთქვათ, ბიზნეს-კომპანიაში გყავს თანამშრომელი, რომელიც სხვებზე ბევრად მეტს აკეთებს, იღებს სხვებზე ბევრად ნაკლებ ანაზღაურებას და კომპანიის მმართველი არ ფიქრობს მის წახალისებაზე. აქაოდა, ხელშეკრულებაში ეგ ხელფასი წერიაო. არანაირად არაა ეგ ბიზნესი. ეგ, კომპანიის მართვაში სერიოზული ხარვეზია.
კვალიფიციურ კადრებს ყველაზე მეტი მოფრთხილება სჭირდება. ფულზე მეტადაც კი ძვირფასია კვალიფიციური კადრი. თუმცა, საქართველოშიც ეგრე უდგებიან სამსახურებში - არ მოგწონს პირობები, წადი სახლში. ვინმე მოკლეკაბიან ნაშას მიიყვანენ შენს ადგილზე და ყველა კმაყოფილი იქნება, ამ უკანასკნელის ჩათვლით.
კვარამ ბარსასთან ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო თავისი გუნდიდან -მეკარის შემდეგ!
სკამზე ჯდომაში 2 მილიონის მიცემას არ ჯობდა ეგ ფული კვარასთვის დამემატებინა.
73 წლის კაცო ვარ და ასეთ კაცობაში გავატარე ცხოვრება
ამ მხრივ, 5-წლიანი კონტრაქტი თავიდანვე შეცდომას ჰგავდა; მამარდაშვილის შემთხვევაშიც. ახალგაზრდა, რომელიც ყოველდღე პროგრესირებს, ასეთი კონტრაქტით არ უნდა "დააბა" და არც სასათბურე პირობები უნდა შუქმნა.
ქართველს არ აქვს ფასი, ჯუღელი არაფერშუაშია.
ეგ კი არა არც ყიდულობდენ ქართველს იმდენად ქონდა იმიჯი შელახული.
ეს მცირედით გამოასწორა თავად კვარაცხელიამ, ხო ნახეთ რამდენი ქართველის ტრანსფერი შედგა იტალიაში, მაგის გადასვლის შემდგომ