ოსიმენის შემდეგ ყველაზე მაღალანაზღაურებადი - დე ლაურენტისმა "კვარას" ახალი კონტრაქტი შესთავაზა

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ცნობით, "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიას ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზა.

"კვარაცხელია ამჟამინდელი კონტრაქტით ყოველწლიურად 1.3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და ნეაპოლურ კლუბში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

კლუბთან დაახლოებული პირების ცნობით, დე ლაურენტისმა გადაწყვიტა, რომ კვარაცხელიას საკუთარი ნიჭის შესაბამისი პირობები შესთავაზოს.

ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ ახალი ხელშეკრულებით, ქართველი დამატებით მილიონ ევროსა და ბონუსებს მიიღებს, რითაც ის ოსიმენის შემდეგ "ნაპოლიში" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ დიდი ალბათობით, ნიგერიელი ამ ზაფხულს "პარტენოპეის" დატოვებს, შესაძლოა,
ხვიჩა მომდევნო სეზონში "ნაპოლის" ყველაზე დაფასებულ ფეხბურთელად იქცეს", - წერს Napolipiu.

შეგახსენებთ, კვარაცხელიას "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება.

altIl Mattino: ოსიმენსა და "ნაპოლის" ფეხბურთელებს შორის დაძაბულობაა - ეს გავლენას კვარაცხელიაზეც ახდენს

მკითხველის კომენტარები / 21 /
აუცილებლად უნდა წავიდეს თუ ექნება შეთავაზება, ან კიდევ 3 წელი დარჩეს და შემდეგ უფასოდ წავიდეს კონტრაქტის გახანგრძლივების გარეშე.
ვატყობ ჯუღელი ვერაფერს გახდება ლაურენტესთან.
დავით
15:08 21-03-2024
0

თუ ნაპოლი ლიგაზე ითამაშებს შემდეგ სეზონში რატომაც არა. თუ არადა უნდა წავიდეს.
ასე ვფიქრობ
12:32 16-03-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული