ოსიმენის შემდეგ ყველაზე მაღალანაზღაურებადი - დე ლაურენტისმა "კვარას" ახალი კონტრაქტი შესთავაზა

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ცნობით, "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიას ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზა.

"კვარაცხელია ამჟამინდელი კონტრაქტით ყოველწლიურად 1.3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და ნეაპოლურ კლუბში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

კლუბთან დაახლოებული პირების ცნობით, დე ლაურენტისმა გადაწყვიტა, რომ კვარაცხელიას საკუთარი ნიჭის შესაბამისი პირობები შესთავაზოს.

ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ ახალი ხელშეკრულებით, ქართველი დამატებით მილიონ ევროსა და ბონუსებს მიიღებს, რითაც ის ოსიმენის შემდეგ "ნაპოლიში" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ დიდი ალბათობით, ნიგერიელი ამ ზაფხულს "პარტენოპეის" დატოვებს, შესაძლოა,
ხვიჩა მომდევნო სეზონში "ნაპოლის" ყველაზე დაფასებულ ფეხბურთელად იქცეს", - წერს Napolipiu.

შეგახსენებთ, კვარაცხელიას "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება.

altIl Mattino: ოსიმენსა და "ნაპოლის" ფეხბურთელებს შორის დაძაბულობაა - ეს გავლენას კვარაცხელიაზეც ახდენს

მკითხველის კომენტარები / 21 /
მთელი საფეხბურთო ევროპა ხვიჩას ეკაიფება, მოკლედ DD
Osi=5kvara
16:36 15-03-2024
5
ესსენი დასცინიან მგონი, თვითონ 150 მილიონად უნდათ გაყიდონ და ხელფასის მიცემა არ უნდათ. სადაა ლოგიკა პროფესორებო:)? მინიმუმ 7 მილიონი უნდა ქონდეს. ეგეც მინიმუმ. მოკლედ უნდა წამოვიდეს მაგ ბანძი გუნდიდან. ერთხელ ჟორდანიას ვუსმენდი და ნაპოლი ერთი სოფლის გუნდიაო და მაშინ გამიკვირდა რას ამბობსთქო:). თურმე მართალი ყოფილა:)
ჯიმა
18:33 15-03-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული