სერია A-ს 29-ე ტურში „ფროზინონე“ საკუთარ მოედანზე „ლაციოსთან“ 2:3 დამარცხდა.
მასპინძელთა გუნდის ქართველი ლეგიონერი გიორგი კვერნაძე სათადარიგო იყო.
„ფროზინონე“ 24 ქულით მე-18 ადგილზეა და 30 მარტს გენუაში „ჯენოას“ დაუპირისპირდება.
ფროზინონე - ლაციო 2:3
გოლები: 1:0 ლიროლა (13), 1:1 ძაკანი (38), 1:2 კასტელიანოსი (57), 1:3 კასტელიანოსი (62), 2:3 შედირა (70)