ავსტრიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში „შტურმმა“ კლაგენფურტში „აუსტრია“ 4:0 დაამარცხა.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა 61-ე წუთამდე ითამაშა და საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი თამაში Flashscore-მა 7.3 ქულით შეაფასა, ხოლო sofascore-მა 6.5-ით.
„შტურმი“ 26 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ზალცბურგს“ 1 ქულით უსწრებს, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და ამ გუნდს 31 მარტს უმასპინძლებს.