კალცონა: ჯადოქარი არ ვარ - პირველ რიგში, სლოვაკეთის ნაკრებზე ვფიქრობ

AutoSharing Option
სერია A-ს 29-ე ტურში მილანში „ინტერთან“ ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი „ნაპოლის“ მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ გააკეთა:

„ყველა პრობლემის გადასაჭრელად ჯადოქარია საჭირო, მე კი ჯადოქარი არ ვარ. ბევრს ვთამაშობთ და ცოტას ვვარჯიშობთ. პრიორიტეტებზე ვმუშაობთ და დაცვითი ფაზის მოწესრიგებას ვცდილობთ. ამას დრო სჭირდება. მოწინააღმდეგის კარს ვუახლოვდებით, მაგრამ გოლის გატანა გვიჭირს.

ბიჭებით ვამაყობ, კარგად გაისარჯნენ. მეტოქეს ცოტა რამე თუ დავუთმეთ და გუნდმა ბოლოს თამაში იპოვა. სამი მწვრთნელი გამოიცვალეს, შენაძენებმა ჯერ გუნდი ვერ გააძლიერეს, მაგრამ ბიჭები თამაშს აუმჯობესებენ და ვფიქრობ, სეზონის ბოლოსთვის დაგვეხმარებიან.
მეხუთე ადგილზე მყოფ „რომას“ 6 ქულით ჩამოვრჩებით და ჩვენ ჩვენსას შევეცდებით.

რაც შეეხება ჩემს მომავალს, ოჯახთან დასალაპარაკებლადაც კი არ მაქვს დრო. სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციამ პირველმა გამომიცხადა ნდობა, კონტრაქტი 2025 წლამდე მაქვს გაფორმებული. მათ პატივს ვცემ, ისევე, როგორც ისინი მცემენ პატივს. პირველ რიგში, ახლა სლოვაკეთის ნაკრებზე ვფიქრობ.

ბრატისლავაში მივემგზავრები, ნეაპოლში თანაშემწეებს ვტოვებ, რომელთაც სრულად ვენდობი. ადგილზე ბევრი ფეხბურთელი არ დარჩება, უფრო ვარჯიშებს ფიზიკურ გამძლეობაზე ჩაატარებენ. ამაზე არ ვდარდობ. ყველაფერს ყურადღებას დაუსწრებლად მივაქცევ“.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვა არადა მე ჯადოქარი მეგონა
Me ar var Roboti
14:48 19-03-2024
0
კარლსონა, ოჯახიანად გამოდი, ჯიბუტი ვარ!!!
ჯიბუტი ვარ, კუკურის ბიჭი
15:06 18-03-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული