ოსტატურად შეასრულა - საბა ლობჟანიძის გოლი MLS-ში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
MLS-ის მე-4 ტურში "ატლანტა იუნაიტედი" "ორლანდო სიტის" დაუპირისპირდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში მე-9 წუთზე საბა ლობჟანიძემ გახსნა. ქართველმა ფეხბურთელმა ჯაკუმაკისის ულამაზესი გადაცემით ისარგებლა და MLS-ის მიმდინარე სეზონში პირველი გოლიც გაიტანა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩისთვის, რომელიც ლუქსემბურგის წინააღმდეგ 21 მარტს გაიმართება, საბა ლობჟანიძე განაცხადს მიღმა დატოვა.

"ატლანტა იუნაიტედი" ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 6 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.

alt"კვარაცხელია ცენტრში უფრო სასარგებლოა... რატომ არ გამოვიძახე ლობჟანიძე და საზონოვი?" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

altსაბას ვეღარ

აჩერებენ - ლობჟანიძემ "დალასს" ბრწყინვალე გოლი გაუტანა [VIDEO]

altსადებიუტო გოლიც ასეთი უნდა - საბა ლობჟანიძემ "ნეშვილს" გაუტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
არაბიძე,ლობჯანიძე,აზაროვი.როგორც განსაკუთრებული ნიჭის ბიჭები ამავე დროს ფორმაში არიან.ესენი დატოვა და მექვაბიშვილი მამუჩაშვილი და სხვები რის საფუძველზე გამოიძახა,
მართლა დიდი ამოცანაა.თუ ვინმემ იცით დაწერეთ...
temuri
18 მარტი 2024 17:13
2
ჯერ ერთი ვინც ჩამოთვალე საერთოდ სხვა ამპლუის და სხვა სტილის ფეხბურთელები არიან. მესმიე გეთქვა რატო გამოიძახა ზურიკო და არა საბაო ან რატო ჩაკვე და არა არაბიძეო. მარა შენ ვისაც ადარებ მათი შეპურუსპურება არ გამოვა. მექვანუშვილი საყრდენია და უველაზე მეტად მანდ გვიჭირს. მამუჩაც უფრო დაცვითი ფუნქცუებითაა დაკავებული … ასე რო გეტყობა ვერ ერკვევი და ორისტა ვინმეს რო აკრიტიკებ ეგ გისწორდება როგორც უმეტესობას. თანაც ახსნა არაბიძის ( ერთ ადგილს რო ვერ დაათრევს)და საბას არგამოძახების მიზეზი . ასე რო აცადეთ ამ ადამიანს რა თქვენზე მეტი ესმის ფეხბურთში და დაანებეთ თავი.
Mate
18 მარტი 2024 22:23
1
ვილიმ ახსნა მიზეზები რატომაც არ გამოიძახა ეგ 3 ფეხბურთელი .
გიო9
18 მარტი 2024 19:18
1
აზაროვი, ლობჟანიძე და არაბიძე 100%-ით გამოსაძახებლები იყვნენ. არანაირი გამართლება არა აქვს ამ 3 კაცის არგამოძახებას (ყაზაიშვილიც შეიძლებოდა კიდევ)
შაკო
18 მარტი 2024 14:24
4
აბა რა იაშკა და ქინქლაძეც დაგვხატავდა.:))
gurulo
18 მარტი 2024 16:33
1
მამუჩაშვილს მაინც ვერ შეედრება ჯერ მარტო რა დგომი აქვს საჯარიმოს შესრულების დროს... სუფთა კრიშტო რონალდუა ოღონდ სომხური. ეჰ სანიოლ როგორ არ მინდა გარბოდე და 80 ათასი კაცი მოგდევდეს შენ და ს.ფ.ფ-ს
,
18 მარტი 2024 13:03
2
არა,semi, არა. ამიტომ არ თქვა უარი სანიოლმა. მან დაასაბუთა, დრო ჭირდება ბევრი ხანგრძლივი ფრენის შემდეგო. ჰო და აქ 100%-ით გეთანხმები. თან დევდერიანი ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნავდა - ინტენსიობა და სისწრაფე (რაც არაბიძეს დაუწუნა) საკმაოზე მეტი აქვს ლობჟანიძეს. შე დალოცვილო, სანიოლს მივმართავ. შე კაი ადამიანო, ჩამოიყვანე, მეორე თამაშში ხომ დასვენებული იქნება, ხომ გამოგადგება?! ისევე როგორც არაბიძე. 15 წუთი რომ დააკლდება თამაშს, თუ გიჭირს - შეიყვანე, შეიძლება ისეთი ბუთქოს, რომ გადაგარჩინოს. რაღაც ეჭვები მიჩნდება. ამას რასაც ვწერ, რა მოფიქრება უნდა, რა ფეხბურთის ისეთი მცოდნე ვარ, რომ სანიოლს ან ძველ ფეხბურთელებს ვაჯობო (კობიაშვილს, მუჯირს, ხიზანიშვილს, იაშვილს...)?
alexandre
18 მარტი 2024 12:37
0
მეგობარო, ეჭვები გიჩნდება კი არა, ზუსტად ეგრეა, შემტევები ფაქტიურად არ გვყავს
N
18 მარტი 2024 13:21
1
საბა ამ ეტაპზე შესაძლოა არ ყოფილიყო გამოძახებულთა სიაში რადგან ჩემპიონატი ფაქტობრივად ეხლა განახლდა და მწვრთნელს არ შეეძლო სცოდნოდა როგორ ფორმაშია. მაგრამ ზოგადად მოგონია რომ ნაკრების მწვრთნელები მის შესაძლებლობებს სათანანადოდ ვერ იყენებენ. ზედმეტად ტვირთავენ დაცვითი ფუნქციებით და მოდანზე შეტევაშიც მკაცრად განსაზღვრულ ჩარჩოში აქცევენ, თორემ სისწრაფე დარტყმა და ტექნიკა არავისზე ნკლები არ აქვს.
semi
18 მარტი 2024 11:27
2
- სანიოლი დაღუპავს საქ. ნაკრებს
ბექა
18 მარტი 2024 10:34
11

სიახლეები პოპულარული