ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და მათზე ყველაფერი ვიცით

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში საბერძნეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ყაზახეთი 5:0 გაანადგურა და 26 მარტს, ფინალში, თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდს შეხვდება, რომელმაც ლუქსემბურგს 2:0 მოუგო. ნამატჩევს კომენტარი ბერძნების მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა გააკეთა:

"ვცდილობდით, ჩვენი ფეხბურთელები შეხვედრის ძლიერად დაწყებაში დაგვერწმუნებინა. მახსოვს, მსგავსი დაპირისპირება ლიეტუვასთან გვქონდა, ფინალი იყო, მაგრამ ვერ გავიტანეთ. პირველი გოლი ყველაფერს წყვეტს. დღეს სწრაფი გოლი პენალტით გავიტანეთ. მეორე ტაიმში ჩვენს ფეხბურთელებს გაუჭირდათ, რადგან უკვე სამშაბათზე ფიქრობდნენ. მათ მეტს ვერ მოვთხოვ.

რაც შეეხება საქართველოსთან მატჩს, ვფიქრობ, ფორმითა და შინაარსით საქართველო
იმავე სამცველიანი ტაქტიკით მოქმედებს, როგორც ყაზახეთი. მათ უკვე განსაკუთრებული ფეხბურთელი ეყოლებათ (კვარაცხელია - რედ). რთული მატჩი იქნება, თუმცა მათთვისაც. ჩემი ბიჭებისგან ინტენსივობას ველი და ძალიან კარგად თამაში გვმართებს. თავს ვერ გავიმართლებთ, ტრავმირებულები არ გვყავს, ყველა კმაყოფილია. ემოციები უნდა დავიოკოთ. ეს ფინალია. ფინალის მოსაგებად იქ უნდა ვიყოთ და ჩვენ იქ ვართ.

გპირდებით, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად 100%-ით დავიხარჯებით. მეტოქე შეკრული გუნდია, სწრაფები არიან შეტევისას და კონტრიერიშებზე. მათზე ყველაფერი ვიცით".

მკითხველის კომენტარები / 34 /
კვარაზე რომ იტყვის კაცი ვიცი ვინც არის და შესწავლილი მყავსო მაშინ მან არაფერი იცის კვარაზე. კვარა გენიაა და მისი შესწავლა არაა იოლი საქმე. ბერძნებო აქედან საყელო ამოწეულებს გაგიშვებთ როგორც ოდესღაც ბრძოლის ველიდან დამარცხებული რომ ბრუნდებოდეთ.
ავთანდილი
10:37 23-03-2024
0
საბერძნეთის ნაკრები კარგაფ ორგანიზებული გუნდია ყველა რგოლში თანაბარი ფეხბურთელები ყავს ფიზიკურადაც ძლიერები არიან კარგად მოძრაობენ.საქართბელოს ნაკრებს შეუძლია ამ ნაკრების დამარცხება იმით პერიოდული პრესინგი მეტოქის ნახევარზე აგრეთვე თამაშში ბურთის ძლიერი კონტროლი პერიოდულად ასევე.კიდევ ცარიელი სივრცეების მოძებნა ფლანგებზე რაც ჩვენი ნაკრების კოზირია იქ სწრაფი ფეხბურთელები გვყავს კვარას თამადობით.ცენტრში კი კიტეიშვილზე და ჩაკვეტაძეზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
ქომაგი
02:59 23-03-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული