დე ლაურენტისი კვარაცხელიას კონკრეტული წინადადებით მიმართავს - შეთანხმდებიან მხარეები?

AutoSharing Option
tuttonapoli წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საბერძნეთთან მატჩისთვის ემზადება, გამარჯვების შემთხვევაში მისი გუნდი ისტორიულ შედეგს მიაღწევს და პირველად გავა ევროპის ჩემპიონატზე, ამ დროს კი "ნაპოლი" მასთან კონტრაქტის განახლებას გეგმავს.

გამოცემა "გაძეტა დელო სპორტზე" დაყრდნობით იტყობინება, რომ ქართველი მზადაა "ნაპოლიში" დარჩეს, თუ კვლავ ექნება მსოფლიო ფეხბურთის საერთაშორისო დონეზე თავის წარმოჩენის საშუალება და უნდა თავისი სტატუსი აღიარონ - ხელფასის გაორმაგება, რასაც ზაფხულში აპირებდნენ, უკვე საკმარისი არ იქნება, კლუბი სეზონურ გასამრჯელოდ 4 მილიონ ევროს შესთავაზებს, კვარაცხელიას 5 მილიონის მიღება სურს და
იქმნება შთაბეჭდილება, რომ მხარეები შუალედურ ვარიანტზე, 4.5 მილიონზე (ბონუსებიანად) შეთანხმდებიან.

areanapoli-ს მტკიცებით, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩას ხელშეკრულების განახლების წინადადებით მალე მიმართავს, თუმცა იქამდე უნდა გაერკვეს, სეზონის დაგეგმარებისას როგორი ფინანსური შესაძლებლობები ექნება, რაც დიდწილად გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზე იქნება დამოკიდებული.

აღნიშნულია, რომ კვარცხელიას ანაზღაურება ვიქტორ ოსიმენის ხელფასზე თითქმის ათჯერ ნაკლებია, კორექტირების შეტანის აუცილებლობა კარგად ესმის დე ლაურენტისს, რომელიც ახალი გუნდის აგებას "კვარას" გარშემო გეგმავს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
მე უფრო ზუსტი ინფორმაცია მაქვს: მარნეულის "ბორჩალოს" მთავარი მწვრთნელი მამედ რაქი ანცხადებს: "თუ წელს კიტრისა და პამიდვრის კარგი მოსავალი იქნება და რეალიზაციასაც არ დავაგვიანებთ - ქართველ ჟურნალისტებს ნეაპოლში მივლინებას დავუფინანსებთ"-ო, რადგან უკვე შეს..ს ვირ.ს დე..ს თავისი "იმან თქვა, ამან უპასუხა"-თიო. - გ ა ი გ ე თ ?!?!
ვაჟა მასწავლებელი
16:30 24-03-2024
1
არც 5 ლიმონია ხვიჩას კალიბრის მოთამაშისთვის დიდი თანხა
ალიკა
09:46 24-03-2024
1

სიახლეები პოპულარული