tuttonapoli წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საბერძნეთთან მატჩისთვის ემზადება, გამარჯვების შემთხვევაში მისი გუნდი ისტორიულ შედეგს მიაღწევს და პირველად გავა ევროპის ჩემპიონატზე, ამ დროს კი "ნაპოლი" მასთან კონტრაქტის განახლებას გეგმავს.
გამოცემა "გაძეტა დელო სპორტზე" დაყრდნობით იტყობინება, რომ ქართველი მზადაა "ნაპოლიში" დარჩეს, თუ კვლავ ექნება მსოფლიო ფეხბურთის საერთაშორისო დონეზე თავის წარმოჩენის საშუალება და უნდა თავისი სტატუსი აღიარონ - ხელფასის გაორმაგება, რასაც ზაფხულში აპირებდნენ, უკვე საკმარისი არ იქნება, კლუბი სეზონურ გასამრჯელოდ 4 მილიონ ევროს შესთავაზებს, კვარაცხელიას 5 მილიონის მიღება სურს და
იქმნება შთაბეჭდილება, რომ მხარეები შუალედურ ვარიანტზე, 4.5 მილიონზე (ბონუსებიანად) შეთანხმდებიან.
areanapoli-ს მტკიცებით, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩას ხელშეკრულების განახლების წინადადებით მალე მიმართავს, თუმცა იქამდე უნდა გაერკვეს, სეზონის დაგეგმარებისას როგორი ფინანსური შესაძლებლობები ექნება, რაც დიდწილად გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზე იქნება დამოკიდებული.
აღნიშნულია, რომ კვარცხელიას ანაზღაურება ვიქტორ ოსიმენის ხელფასზე თითქმის ათჯერ ნაკლებია, კორექტირების შეტანის აუცილებლობა კარგად ესმის დე ლაურენტისს, რომელიც ახალი გუნდის აგებას "კვარას" გარშემო გეგმავს.
ხვიჩას თუ თავმოყვარეობა აქვს,6ზე ნაკლებს არ უნდა დაყაბულდეს....
თუკი რომელიმე იტალიური გუნდი მოიგებს ევროპა ლიგას ესეიგი ის გუნდი ავტომატურად ღებულობს ლიგაზე თამაშის უფლებას და გამოდის რომ მეხუთე ადგილოსანიც გადის იტალიიდან ჩემპიონთა ლიგაზე.
პლიუს ახალი წესებით მომდევნო გათამაშებებში საუკეთესო რეიტინგის მქონე ქვეყანას დამატებით ერთი ადგილი ეძლევა ჩემპიონთა ლიგაზე და ამ მომენტისთვის ესეთი იტალიის საკლუბო რეიტინგია.
ასე რომ იტალიაში მეხუთე ადგილზე გასული კლუბი შეიძლება მოხვდეს ჩემპიონთა ლიგაზე.