გვარდიოლას გრილიშის შემცვლელად კვარაცხელიას დამატება სურს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტი" ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით ინტერესდება, ამის შესახებ ინფორმაციას Team Talk-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დიდი ალბათობით, "ქალაქელების" რიგებს ჯეკ გრილიში დატოვებს. ინგლისის ნაკრების შემტევი "სიტიში" მიღებული მცირე სათამაშო დროით უკმაყოფილოა და ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელებს უკვე აცნობა.

გამოცემა ირწმუნება, რომ "კვარას" შეძენით პირადად პეპ გვარდიოლა ინტერესდება.

"სიტიმ" საკუთარი სკაუტები იტალიაში გაგზავნა, რათა "კვარას" თამაშებს დააკვირდნენ. თითქმის გადაწყვეტილია, რომ "ნაპოლის" ვიქტორ ოსიმენი დატოვებს, ამიტომ მანჩესტერელებს ესმით, რომ ქართველის სანაცვლოდ აურელიო დე ლაურენტისს დიდი თანხა უნდა შესთავაზონ, იმდენი, რომ
"პარტენოპეი" ხვიჩას გაყიდვას უყოყმანოდ დათანხმდეს", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, კვარაცხელიას "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება.

altდე ლაურენტისი კვარაცხელიას კონკრეტული წინადადებით მიმართავს - შეთანხმდებიან მხარეები?

მკითხველის კომენტარები / 22 /
ქინქლაძის კვალდაკვალ. მგონია სიტი მოუხდება და შეიყვარებენ გულშემატკივრები
რაბუ
12:46 24-03-2024
4
გრილიში გიჟი კი არაა რომ მიდის! რთულია დოკუ, ფოდენი, მათეუს ნუნიესი და ბერნარდო სილვა რომ გყავს კონკურენტებად. არც ხვიჩასთვის იქნება ეს ადვილი. რაღა ამ მონსტრებს ეჭიდავოს? ამას ჯობია პსჟ-ში წავიდეს და ითამაშოს…. ან საერთოდაც მშვენიერ ადგილასაა სადაცაა და თუ თავისი თამაშის დონუს ხელფასი მისცეს ნეაპოლში თამაშს რა ჯობია? არც ტიტულები აკლია ჯერჯერობით და არც ხალხის სიყვარული.
Zaza
22:26 24-03-2024
3

სიახლეები პოპულარული