"ბეშიქთაშის" დირექტორი კვერნაძის თამაშით მოიხიბლა და მის გადაბირებას შეეცდება

AutoSharing Option
თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გუნდი "ბეშიქთაში" ამჟამად სუპერლიგაში მეოთხე ადგილზეა, ლიდერ "გალათასარაის" 35 ქულით ჩამორჩება და მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის გადახალისებას აპირებს. sabah-ის ცნობით, კლუბის სპორტული დირექტორი სამეტ აიბაბა და მწვრთნელის ასისტენტი სერდარ ტოპრაკტეპე 22 მარტს სტამბოლში თურქეთისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების მატჩს (2:1) დაესწრნენ, რათა თავიანთი გუნდის თავდამსხმელის, სემიხ კილიჩსოის თამაში ენახათ, თუმცა მათი ყურადღება სულ სხვა ფეხბურთელმა მიიპყრო.

გამოცემა იტყობინება, რომ "პენდიკის" სტადიონზე აიბაბა გიორგი კვერნაძის თამაშით მოიხიბლა და ტრანსფერის განხორციელების მითითება გასცა.

კვერნაძე იჯარით სეზონის ბოლომდე ფოთის "კოლხეთიდან" "ფროზინონეშია" გაშვებული, სადაც
სათადარიგოთა შორის ყოფნა უწევს.

აიბაბა ამას წინათ ლევერკუზენში "ბაიერისა" და "ყარაბაღის" შეხვედრას დაესწრო და სამი ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდება - ჟუნინიო (ყარაბაღი) და ბორხა იგლესიასი და ტიმოთი ფოსუ-მენსა (ბაიერი).

მკითხველის კომენტარები / 9 /
ძალიანაც კარგი ფროსიონე არ აფასებს და სანამდე იყოს იქ.
5
კვერნაძეს შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში, მონაცემები ნამდვილად აქვს, მაგრამ ვერაფრით მოიძებნა ნორმალური კლუბი სადაც ენდობიან გაიხსნება და სულ სხვა დონეზე ავა, თურქეთის ლიგა მაინდამაინც არ მხიბლავს მაგრამ თუ ათამაშებენ ჯობია მანდ იყოს და არა იტალიაში ღრმა თადარიგში.
Givi
13:06 26-03-2024
0

სიახლეები პოპულარული