ამხანაგურ მატჩში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სტუმრად თურქ თანატოლებთან 1:2 დამარცხდა.
მასპინძლები პირველ ტაიმში კილიჩსოიმ დააწინაურა, 55-ე წუთზე ილდირიმმა პენალტით ანგარიში გაზარდა, ხოლო შეცვლაზე შესულმა აბუაშვილმა 58-ე წუთზე შორიდან გატანილი ლამაზი გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ 83-ე წუთზე მეკარე ხარატიშვილმა იარდიმიჩის დარტყმული თერთმეტმეტრიანი მოიგერია.
მატჩის ბოლოს სიხარულაშვილის დარტყმული ბურთი საჯარიმოში მცველს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია.
შემდეგ შეხვედრას რამაზ სვანაძის გუნდი 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე 26 მარტს გასვლაზე გიბრალტართან გამართავს.
სტამბოლი. „პენდიკი“
თურქეთი - საქართველო 2:1
გოლები: 1:0 კილიჩსოი (16), 2:0 ილდირიმი (55, პენ), 2:1 აბუაშვილი (58)
გამოუყენებელი პენალტი: იარდიმიჩი (83)
საქართველო: ხარატიშვილი, უგრეხელიძე (ხვადაგიანი 46), მამაცაშვილი (რუხაძე 46), სალუქვაძე, გოგლიჩიძე (ზურაბიანი 85), ლ. გაგნიძე (გორდეზიანი 72), მორჩილაძე (ცხოვრებაშვილი 46), ოგბაიძე (აბუაშვილი 46), ოდიშარია (სიხარულაშვილი 72), ო. მამაგეიშვილი (ეგოიანი 85), კვერნაძე.