"ბეშიქთაშის" დირექტორი კვერნაძის თამაშით მოიხიბლა და მის გადაბირებას შეეცდება

AutoSharing Option
თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გუნდი "ბეშიქთაში" ამჟამად სუპერლიგაში მეოთხე ადგილზეა, ლიდერ "გალათასარაის" 35 ქულით ჩამორჩება და მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის გადახალისებას აპირებს. sabah-ის ცნობით, კლუბის სპორტული დირექტორი სამეტ აიბაბა და მწვრთნელის ასისტენტი სერდარ ტოპრაკტეპე 22 მარტს სტამბოლში თურქეთისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების მატჩს (2:1) დაესწრნენ, რათა თავიანთი გუნდის თავდამსხმელის, სემიხ კილიჩსოის თამაში ენახათ, თუმცა მათი ყურადღება სულ სხვა ფეხბურთელმა მიიპყრო.

გამოცემა იტყობინება, რომ "პენდიკის" სტადიონზე აიბაბა გიორგი კვერნაძის თამაშით მოიხიბლა და ტრანსფერის განხორციელების მითითება გასცა.

კვერნაძე იჯარით სეზონის ბოლომდე ფოთის "კოლხეთიდან" "ფროზინონეშია" გაშვებული, სადაც
სათადარიგოთა შორის ყოფნა უწევს.

აიბაბა ამას წინათ ლევერკუზენში "ბაიერისა" და "ყარაბაღის" შეხვედრას დაესწრო და სამი ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდება - ჟუნინიო (ყარაბაღი) და ბორხა იგლესიასი და ტიმოთი ფოსუ-მენსა (ბაიერი).

მკითხველის კომენტარები / 9 /
რომ არა კვარაცხელია ამის ადგილი მაქსიმუმ წყალტუბოს სამგურალშია
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
26 მარტი 2024 13:19
17
კვერნაძეს შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში, მონაცემები ნამდვილად აქვს, მაგრამ ვერაფრით მოიძებნა ნორმალური კლუბი სადაც ენდობიან გაიხსნება და სულ სხვა დონეზე ავა, თურქეთის ლიგა მაინდამაინც არ მხიბლავს მაგრამ თუ ათამაშებენ ჯობია მანდ იყოს და არა იტალიაში ღრმა თადარიგში.
Givi
26 მარტი 2024 13:06
0
ბეშიქთაშში თუ ათამაშეს და დრო მიეცა, წესით გაიხსნება. ჩამკვდარ ფროზინონეს მოხდილი ბეშიქთაში არ ჯობია?
ზორო
09 მაისი 2024 17:28
0
გიორგი ნიჭიერი ფეხბურთელია, ძალიან კარგი ტექნიკური არსენალით. კარგი მწვრთნელი და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. ზოგიერთი აქ კომენტარს წერს ნიშნის მოგებით, იმის მაგივრად 21 წლის ბიჭს მხარი დაუჭიროთ. კვერნაძე თავის ასაკის ფეხბურთელებში საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეულია და აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას. წარმატებები გიორგის.
მალაქია
26 მარტი 2024 13:05
0
ამათი ვერაფერი გავიგე... თანაც მოიხიბლაოოო..კი არ მოეწონა...არა და უკვე სეზონი მთავრდება და კლუბში გოლი არ შეუგდია, არც ათამაშებენ.ნაკრებში გარანტირებულად თამაშობს და 0 გოლი, ბათუმში იყო და გოლი კი არა ზამენაშიც არ ყავდათ, ეხლა ბეშიქთაშიო....ჯადოქარია პირდაპირ ეს ჯუღელი თორემ თავდამსხმელს რომელიც უკვე მერამდენე წელია საქართველოს და იტალიის უმაღლესი ლიგის გუნდებში და აგრეთვე ერვნული ასაკობრივ ნაკრებში თამაშობს და გოლიც არ აქვს გატანილი,როგორ უჩარხავს ასეთ ტრასფერებს, ისე, ყველას ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ როდესაც, საერთოდ ქართველ ფეხბურთელებს ასე უჭირთ ევროპის საშუალო დონის კლუბებში მოწყობა და იძულებულნი არიან მე-2 ლიგებში ითამაშონ[ზივზივაძე,ლოჩოშვილი,დავითაშვილი,ჭაკვეტაძე, მექვაბიშვილი] ამ ბიჭის ასეთი გადასვლები, პროგრესის გარეშე საკვირველია. შეიძლება უნიკალური ტალანტია და მე ვერ ვხედავ, მაგრამ 20 წელს გადაცილებულ შემტევს გოლების გატანის გარეშე არც თუ უსახელო გუნდებში უპრობლემოდ იღებენ ფაქტია ვიღაც მაგრად მფარველობს.
leqso
26 მარტი 2024 12:41
4
ბუდუ მეორე ბუნდესლიგაში უნდა იყოს და ეს სერია ა-ში?
მეზღვაური
26 მარტი 2024 03:53
21
ძალიანაც კარგი ფროსიონე არ აფასებს და სანამდე იყოს იქ.
ttt
25 მარტი 2024 21:41
5
არ აფასებს თორე ესეც არ დაფრინავდეს. მიცეს შანსები და კარგად რო გამოიყენა მაგიტო ზის სკამზე
Auf
26 მარტი 2024 03:07
4
ამას ვინ ყავს ეგეთი ასე ძალით რომ უნდა ფეხბურთელად დადგეს!
მიშა
25 მარტი 2024 21:24
46

სიახლეები პოპულარული