ნაკრების ექიმმა კვარაცხელიას და შენგელიას ტრავმებზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ექიმმა დათო ხარაბაძემ ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას ტრავმებზე კომენტარი გააკეთა.

"ხვიჩა კვარაცხელია ნორმალურად არის, დაჭიმულობა იყო უბრალოდ. ხვიჩა ყველა თამაშს უცვლელად თამაშობს სერია A-ში და ეს დიდი დატვირთვაა. უკვე სეზონის ბოლოა, ამიტომ კუნთების პრობლემამ იჩინა თავი.

რაც შეეხება ლევან შენგელიას, მან კოჭ-წვივის სახსრის ტრავმა მიიღო და ახლახან მომივიდა რენტგენის დასკვნა. მას აქვს მცირე მოტეხილობა, მაგრამ საგანგაშო არაფერია, რამდენიმე კვირაში ის მწყობრში იქნება", - განაცხადა დათო ხარაბაძემ "მთავარი არხის" ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ვრცელდება ხმა, რომ შენგელია ექიმთან გასასინჯად მამამ წაიყვანა თავის მანქანით. რამდენად მართალია? თუ ვისმეს შეუძლია უფრო რეალური ამბავი დაწერეთ. ძნელი დასაჯერებელია, რომ კაცმა რომელმაც ორ თამაშში მართლაც გული, სული და ხორციც დადო ექიმთან მამის წასაყვანი გახდა.
გიზოგ
29 მარტი 2024 11:14
0
ყოჩაღ, ბიჭებო! ყველას ვულოცავ! მალე გამოჯანმრთელდი, ლევან!. ზაფხულში, იმედია, ყველა კარგად და ფორმაში იქნებით! წარმატებები!
alexandre
28 მარტი 2024 13:48
0
ხვიჩა თუ დაასკვნის რომ უმაგისოდაც იგებს და გადის გუნდი, იქნებ დადგეს ისევ პროგრესის გზაზე და თამაშს მიხედოს და არა ერთპიროვნულ გმირობას.
ნერვებში და ბავშვობაშია გაბლანდული გეგონება.

მოკეთდით პრივე და წარმატება.

ვანდა ჯიქია
28 მარტი 2024 10:51
15
ერთი იმაში გამარკვიოს ვინმემ ასე ხდება? კვარაცხელია ათად იკეცებოდა და გაიყვანეს მოედნიდან... 20 წუთში კი მაგიდაზე იყო შემხტარი და კუნტრუშობდა.... წამიერად ეჭიმებათ მასე კუნთი და მერე იშვებს თუ რა ფენომენია?!
რონი
28 მარტი 2024 10:50
5
პატარა ბიჭი აღარ ვარ,სოფელში ვცხოვრობ და საკმაოდ ხშირად მიწევს ჩექმის ჩაცმა.რამდენიმე წლის განმავლობაში,ჩაცმით ვიცვამდი,მაგრამ გახდის დროს,ფეხი რომ ამომქონდა,მაშინ მეჭიმებოდა წვივის კუნთი.ხდებოდა რომ ორიოდე წუთში,მთლიანად მავიწყდებოდა ტკივილი,ზოგჯერ კი,ორი-სამი დღეც მახსენებდა თავს.მერე,ნევროპათოლოგთან სულ სხვა საკითხზე მომიწია მისვლა და ყოველი შემთხვევისათვის,ამაზეც ვუთხარი.მაგნიუმი გაკლიაო,მაგნიტრონი გამომიწერა,სამ კვირიანი კურსი.თუმცა პირველივე მიღებამ,უკვე გამიქრო ტკივილი.კურსი დავამთავრე და წელიწადზე მეტია,თავი აღარ შეუხსენებია.გადაღლის კრუნჩხვაზე,კვარას სიტუაციაზე,აგერ ბატონმა ალექსანდრემ დაწერა და ჩემი,უვარჯიშებელი ადამიანის პრაქტიკაც ადასტურებს,მისი სიტყვების სიმართლეს.მწვრთნელი ვერ დაელოდება,როდის გადაუვლის ტკივილი და ვერც ტრავმის გართულებით გარისკავს.ზუსტ დროს კი,ვერავინ ეტყვის.
სოსო
28 მარტი 2024 17:56
0
არ ვიცი ვინ დაწერა ამ ჩემ კომენტარზე დისლაიკი, მაგრამ რასაც ვწერ, პასუხსაც ვაგებ, იმიტომ რომ ექიმი ვარ, და ვერკვევი. მე კითხვას ვუპასუხე.

სინამდვილეში რა იყო, მეორე საკითხია. მეც მომეჩვენა, რომ იმდენად დაიღალა დამატებ ტაიმებს შორის შესვენებაზე სთხოვა შეცვლა და პატარა გააფორმა კიდეც. ამიტომაც იყო, რომ მის მიერ დაღლილი და დაქანცული მცველები ქვილითაიასთან. მიქაუტაძესთან და დავითაშვილთან რამოდენიმეჯერ შეცდნენ
alexandre
28 მარტი 2024 15:16
2
ყველა გამოხმაურება
სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი შენგელიას ბრწყინვალე თამაშით ორივე მატჩში!!! გამოჯანმრთელებას და წარმატებებს ვუსურვებ!
დათო
28 მარტი 2024 09:45
0
დვალი ქოჩორა და შენგელია ნაკრების აღმოჩენები დიდი ასოთი.
თანდათან იკვრება დიდი გუნდი!
თენგო
28 მარტი 2024 09:26
1
იმედია,მალე გამოჯამრთელდება შენგელია და აღიდგენს მალევე ფორმას,კვარა ისედაც მალე კარგად იქნება. ივნისში ყველა ჯამრთელად და ფორმაში გვჭირდება.

რაც შეეხება ლოცვას,ღმერთი ფეხბურთს არ უყურებს,არ აინტერესებს და მიტომ. კრუიფმა თქვა,ლოცვას შედეგი რო მოჰქონდეს,ყველა თამაში ფრედ დასრულდებოდაო. საინტერესოა,საბერძნეთთან რომელმა წმინდანმა მოგვაგებინა,ვინ გვყავს ისეთი,ვინც მათიც არ არის? ადამიანების თავდადებას და შრომას ღმერთის ნებას ნუ აწერთ ან სასწაულს ნუ ეძახით. თუ მოინდომებ და ყველაფერს გააკეთებ,შედეგიც იქნება და წარმატებაც მოვა. უბრალოდ,ჩვენ უფრო გვინდოდა,ჩვენ უფრო მოვინდომეთ და ჩვენ უფრო გვჭირდებოდა ეს მოგება. ეიფორია უნდა მორჩეს და უნდა მოვემზადოთ ევროპისთვის,რათა ღირსეულად გამივიდეთ. ყველას გავიწყდებათ,რომ ერთა ლიგით მოვხდით ევროპაზე,იტალია ან ესპანეთი არ ჩაგვიტოვებია ჯგუფში. არა,იმას არ ვამბობ რო არ უნდა გვიხაროდეს ან არ უნდა ვზეიმობდეთ,თუმცა ყველაფერში ზომიერება არის კარგი.გავიხსენოთ ჩვენი დიდებული მეფე დავით,როგორ ცივი გონებით და ბევრი შრომით მივიდა დიდგორამდე,დიდგორის მოგების მერე სომხეთის ტერტორიაზე გაყვა თურქებს და არ აიღო თბილისი,არ გაათავისუფლა არაბებისგან,რატომ?იმიტო ზურგი დაცული ვერ ექნებოდა და შეიძლებოდა ალყაში მოექციათ. ითმინა და მაინც გაათავისუფლა თბილის,გააერთიანა საქართველო. ქართველებისთვის მისაბაძი კაცი უნდა იყოს დავითი,მის ცხოვრებას უნდა ეცნობოდეს,ეძიებდეს და პოულობდეს ინფრომაციას ამ ადამიანზე,რათა სწორად წავრმართოდ ჩვენი მომავალი. ფაქტიურად,საბერძნეთთან მოგება არის ხარკის შეწყვეტის ტოლფასი სელჩუკებისთვის,ეს არაფერია,თუმცა მაინც კარგი რაღაც არის,თუმცა ჩვენი დროის დიდგორი მოსაგები გვაქვს,მარტო ფეხბურთში კი არა,ზოგადად ყველაფერში.აფხაზეთი და სამაჩაბლოში ისევ რუსის ჯარი დგას,ანუ ეს გამარჯვება ვერ იზეიმეს მთელ საქართველოში. გამოდის რო არც ისე სასიხარულოდ გვაქვს საქმე,საქართველო მაშინ გაიხარებს,როცა ამ და სხვა მიწებს დაიბრუნებს.
იასონას უდარი
28 მარტი 2024 07:56
7
მახათს ხო ხმარობთ? თემა მაინც შეარჩიეთ თქვენი იდეების და ცოდნის გადმოსაფრქვევად
ხვიჩა
28 მარტი 2024 13:21
1
გამოდის ,რომ ხვიჩას კიდევ გასაუმჯობესელი აქვს,ფიზიკური მომზადება.ლევანი კი,ნამდვილი მეომარი იყო და მისი თავი,გერმანიაში კიდევ მეტად დაგვჭირდება.იმედი ვიქონიოთ,გამოჯანმრთელებას და ფორმის აკრეფას მოასწრებს.საერთოდაც,რაზეა ლაპარაკი,ბიჭებმა თავები დადეს,მაგრამ ფიზიკური მომზადებით,მაინც ბერძნები გვჯობდნენ.ზაფხულამდე კიდევ არის დრო.ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად.აქ თუ სტადიონი გეხმარებოდათ,იქ ასეთ მხარდაჭერაზე ვერც ვიოცნებებთ.ისევ საკუთარ თავში უნდა მოძებნოთ, ძალები.
სოსო
28 მარტი 2024 05:51
1
შენგელია ამ ორ თამაშში იყო საკვანძო ფეხბურთელი,ჩუმი ლიდერი!!
!!
28 მარტი 2024 02:42
1
ლევანი ნაკრეს ბურჯად მოევლინა ამ თამაშებზე და ევროპაზედაც დიდი როლი უნდა ითამაშოს ნაკრების წარმატებაში. ნამდვილად დასანანია თუ ამაში ტრამვა შეუშლის ხელს. დროზე გამოჯანმრთელება ლევანს.
ჟორა გაბრიჭიძე
27 მარტი 2024 23:41
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული