დიაგნოზი ცნობილია - კვარაცხელიამ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმება გაიარა

AutoSharing Option

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, დღეს დილით ნეაპოლში ჩავიდა და Pineta Grande-ს კლინიკაში სამედიცინო შემოწმება გაიარა.

კვარაცხელიას მარცხენა ბარძაყის მომხრელი კუნთის ძლიერი შეჭმუხვნა დაუდგინდა და 30 მარტს "ატალანტასთან" მისი თამაში ძალიან საეჭვოა.

ხვიჩამ კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე თერაპიის კურსი გაიარა და სატრენაჟორო დარბაზში მსუბუქად დაიტვირთა. ნეაპოლური გამოცემების ცნობით, ხვიჩას ბერგამოელებთან მატჩში მონაწილეობის საკითხი უახლოეს საათებში გადაწყდება, თუმცა ამის შანსი მცირეა და მის ნაცვლად სასტარტოში, სავარაუდოდ, ჯაკომო რასპადორი იქნება.

არა უშავს, "ნაპოლის" უფრო მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელებიც ჰყავს და ქართველის
გარეშე ფონს გასვლას შეეცადონ. მთავარია, "კვარამ" ტრავმა ბოლომდე მოირჩინოს, შემდეგ კლუბში ითამაშოს და ივნისში ჩვენს ეროვნულ გუნდს სათანადოდ დაეხმაროს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ამ ახვარმა ბერძნმებმა დალეწეს კაცი..
ქუთაისელი
28 მარტი 2024 18:57
3
შენგელიას წვივზე მოტეხილიბა აქვს და თვენახევარი გაუცდება იმედია გამოჯანმრთელდება, ფორმაშიც შევა და წავა ევროზე, რაც მაგან იომა ეს 2 თამაში ნამდვილად იმსახურებს ევროზე ყოფნას
fun
28 მარტი 2024 21:14
1
მაგ ლოგიკით ყიფიანს, გუცაევს, შენგელიას, მესხს და მეტრეველს ფეხბურთი საერთოდ არ უნდა ეთამაშათ. სად გინახავთ, რომ ხვიჩას ერთხელ მაინც დაეჩივლოს ანაზღაურებაზე? ბიჭი დაბადებულია ფეხბურთისთვის. შევეშვათ, ვუყუროთ, ვისიამოვნოთ და ვიამაყოთ რომ ჩვენია.
ჯეკო-ს
28 მარტი 2024 20:56
6
სურათზე ბერძნების #15 ნომერს კვარას მოედნიდან გასვლა აშკარად უხაროდა, მაგრამ იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის!
ლაშა
28 მარტი 2024 19:43
0
ჯობია თავი შეინახოს.. თურქეთთან თამაშამდე დიდი დრო არ დარჩა. ნაპოლიში შემცველი თუ არა ჰყავს, ამაზე დე ლაურენტისმა იმტვრიოს თავი
gia
28 მარტი 2024 21:28
4
კარგია ყურადღების გამახვილება ავტორისგან, ნაპოლის უფრო მაღალანაზღაურებად საშუალო დონის ფეხბურთელებზე,ბოლოს და ბოლოს გაიგონ ამ ევროპა-ამერიკამ ქართველები უმარლესი დონის პროფესიონალები ვართ და მონური ანაზღაურება არ უნდა გვქონდეს.
ნათია
28 მარტი 2024 21:59
4
ხვიჩას თამაში ყოველთვის წყურია. არ მგონია, დაბალი ხელფასის გამო სიამოვნების მიღებაზე თქვას უარი და ნახევარი ძალით ითამაშოს.
ჯეკო-ს
28 მარტი 2024 20:42
1
საცეკვი იყო და ცეკვავდა!!!
Dato
28 მარტი 2024 20:35
0
არასწორი პოზიცია, რაც სანიოლმა შეურჩია. ხვიჩა არის კარგი მარცხენა ვინგერი. გადაიღალა იქეთ აქეთ სირბილით. რეზულტატი მხოლოდ სამი გაყვითლებული ბერძენი, ვერცერთი მიტანილი ბურთი ზივზივაძემდე და კუნთის დაჭიმულობა.
sul2
28 მარტი 2024 22:16
30
რეზულტატის არ ვიცი მაგრამ შედეგი არც ერთი გაშვებული გოლი, რამიდენიმე კარგი მომენტი და ევრო 2024 ზე გასვლაა
სხვა
28 მარტი 2024 23:17
0
ა კიდევ ერთი პროფესორი. მართალია, უნდა მგარიყო ხვიჩა მარცხენა ფრთაზე მშვიდად ეყურებინა ფეხბურთისთვის. კუნთსაც არ გაჭიმავდა.
გიზოგ
29 მარტი 2024 11:02
0
ყველა გამოხმაურება
გაუგებარია, როდესაც კვარაცხელიაზე მიდის ლაპარაკი, განსაკუთრებით უსვამენ ხაზს მის თითქოსდა დაბალ ანაზღაურებას... რატომ, რატომ ეშლებათ ფეხბურთელი ელიტურ მეძავში? ფეხბურთელის უპირველესი მოვალეობაა კარგი თამაში და ბურთის გატანა, ანაზღაურების საკითხი კი მისი და მისი კლიენტის საქმეა, დაიმახსოვრეთ!..
ალეკო
29 მარტი 2024 01:50
35
მეგობარო, აქ მთავარი უსამართლო დამოკიდებულების ამბავია,რამაც ფეხბურთელის მოტივაციაზე შეიძლება იქონიოს გავლენა, მისი მოტივაცია და განწყობა კიდე უმნიშვნელოვანესია მთელი ქვეყნისთვის, თორე ხვიჩას მილიონები ჩვენ ჯიბეში რო არ წავა, ვიცით როგორღაც :))
ალეკო-ს
29 მარტი 2024 10:04
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული