მამარდაშვილის "მშრალი" მატჩის მოლოდინი, ხვიჩა განაცხადს მიღმა და სხვა ქართველები

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ფიზიკურ-ემოციურად გადაღლილები არიან, მაგრამ კლუბებს დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით დაუბრუნდნენ. ისინი კიდევ უფრო უკეთეს ფორმაში უნდა შევიდნენ, რათა ევროპის ჩემპიონატისთვის იდეალურად მოემზადონ. რთულია, პრევიუში თითოეულ მათგანზე დაწერო, მაგრამ მნიშვნელოვან მატჩებზე აუცილებლად გეტყვით, შედეგებს კი დაველოდოთ. ყველაზე ადრე დაწყება გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდს" მოუწია, ქართველი კი სათადარიგო იყო. "ნაპოლის" მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გასაგებია, მაგრამ დარწმუნებული ვართ, ქართველი გულშემატკივრები ახლა უფრო მეტი ჩვენებურის დაპირისპირებას ელიან...

"ნაპოლი" ევროპული ზონისთვის...

იტალიის მოქმედი ჩემპიონის ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა რთულად მოჩანს, ექვსეულში შესვლა უკვე ამ
ტურის შემდეგ შეუძლიათ, თუკი "ატალანტას" შინ აჯობებენ - დღეს, 30 მარტს, თბილისის დროით 15:30 საათზე.

ხვიჩა კვარაცხელია (10 გოლი, 4 "ასისტი") შეხვედრას ბოლომდე მზად არ ხვდება და მწვრთნელი კალცონა მისი თამაშით არ რისკავს (განაცხადში არაა). თავის მხრივ, მოწინააღმდეგეთა რიგებში დე კეტელაარია ტრავმირებული.

ეს გუნდები ერთმანეთს 25 ნოემბერს ბერგამოში, მაცარის ნეაპოლში დაბრუნების შემდეგ შეხვდნენ და სტუმრებმა კვარაცხელიას მიერ თავით გატანილი გოლის წყალობით (2:1) მოიგეს. ხვიჩამ გასპერინის გუნდის კარი გასულ სეზონშიც (საუკეთესოდ აღიარებული გოლი) აიღო. შეხვედრას პაირეტო განსჯის.

Sportall.Ge

სერია "ა"-ს 30-ე ტურში გასავარდნ ზონაში მყოფი გიორგი კვერნაძის "ფროზინონე" "ჯენოას" დღეს, 18:00 საათზე ესტუმრება. ამავე დროს საბა საზონოვის "ტორინო" "მონცას" დაუხვდება.

ესპანეთში ჩვენებურებს მიესალმებიან...

როგორც "ვალენსიამ", ასევე "ლევანტემ" გუნდში დაბრუნებულ ქართველ ლეგიონერებს ვიდეომიმართვა ჩააწერინა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ფეხბურთელების კლუბები ყველგან განსაკუთრებით გვილოცავენ...

გიორგი მამარდაშვილმა თქვა, რომ ის ახლა მთლიანად შაბათის მატჩზე გადაერთვება, როცა ჩვენი დროით 21:30 საათზე "ვალენსია" "მალიორკას" უმასპინძლებს, რომელთანაც თამაში მუდმივად უჭირს. "მამარდას" კადრები, რომლებიც საბერძნეთთან მატჩის შემდეგაა გადაღებული, მართლაც ისტორიულია. გიორგის თანაგუნდელი, ჩენგ ოჩქაჩარი ჩვენი მომავალი მეტოქის, თურქეთის ნაკრების წევრია. ესპანური მედიის ცნობით, კარიერაში პირველად, ქართველი კიპერი "ღამურებს" უკაპიტნებს.

რაც შეეხება გიორგი ქოჩორაშვილს, მის "ლევანტეს" ჯერ კიდევ აქვს შანსი, ექვსეულში მოხვდეს და "ლა ლიგაში" გადასასვლელად იბრძოლოს. ამისთვის "ვალიადოლიდის" სტუმრად დამარცხება, რომელიც მათ 4 ქულით აღემატება, უმნიშვნელოვანესი იქნება - დღეს ეს დაპირისპირება თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. ქართველი ნახევარმცველის გუნდს, რომელმაც გულშემატკივრების განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა, უახლოეს მოწინააღმდეგესთან ბოლო 7 მატჩია, არ წაუგია. გიორგი განაცხადში არაა, მწვრთნელი მას ენერგიის ბოლომდე აღდგენის საშუალებას აძლევს.

Sportall.Ge

"მეცს" ძალიან უჭირს...

გიორგი მიქაუტაძის "მეცი" გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევას ვერ ახერხებს. საფრანგეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში ქართველი ფორვარდი "მონაკოს" კარის აღებას საკუთარ "სენტ-სიმფორიენზე" ეცდება. შეგახსენებთ, "ჟორჟს" 5 გოლი და 3 შედეგიანი პასი აქვს. ეს შეხვედრა დღეს, 20:00 საათზე დაიწყება.

დაწინაურებისთვის ბრძოლა და ჩემპიონობის შანსები...

ბუდუ ზივზივაძის "კარლსრუე" იმ სამეულს, რომელიც ბუნდესლიგაში დაწინაურებისთვის იბრძვის (მესამე ადგილი პლეი-ოფს თამაშობს) ახლა 6 ქულით ჩამორჩება, მაგრამ დარწმუნებული ვართ, ბოლომდე იბრძოლებენ. კვირას, 31 მარტს, 15:30 საათზე (ჩვენი დროით) ბუდუ და მისი თანაგუნდელები ისტორიულ კლუბს, გელზერკირხენის "შალკეს" ესტუმრებიან. გერმანიის რანგით მეორე ლიგაში მაყურებელთა საშუალო დასწრებაც შესანიშნავია და აქ არაერთი სახელოვანი გუნდიც გამოდის...

საკუთარ ჩემპიონატში პირველობის შანსი ქართველების 2 კლუბს აქვს. კვირას, 31 მარტს, 19:00 საათზე, ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" უმასპინძლებს, რომელსაც 2 ქულით ჩამორჩება და თუკი არ დამარცხდება, ავსტრიაში პირველობის შანსს მნიშვნელოვნად შეინარჩუნებს.

რაც შეეხება კვიპროსს, აქ ლაშა დვალისა და გიორგი ქვილითაიას "აპოელი" ლიდერობს და კვირას, 31 მარტს, 18 საათზე, უშუალო კონკურენტს, ლარნაკას "აეკს" ესტუმრებიან.

წარმატებები ქართველ ლეგიონერებს!..

altდიაგნოზი ცნობილია - კვარაცხელიამ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმება გაიარა

altევრო 2024 - საქართველოს ნაკრების სავარაუდო განაცხადი - ვერ ვიჯერებთ!..

altბარახა: აი, ასეთი მეკარე მყავს - მთავარი გმირი იყო

მკითხველის კომენტარები / 14 /
ისეთი გახარებულები ვიყავით ყველა ვინ რას ვაკეთებდით არ ვიცოდით.რა გასაკვირია ბუდუს ენის გამოყოფა.
ანნა
31 მარტი 2024 03:14
2
ასეთი მონდომებით და ჟინით თუ ვითამაშეთ გერმანიაშიც, ფორტუნა ჩვენს მხარეს იქნება!
გია
30 მარტი 2024 17:37
1
სოსო-ს! Soccerstand-ი და sofascore აკეთებს ასეთ ანალიზებს. ჩატვირთე. ერთხელ მოგწერე კიდეც ხვიჩას სტატისტიკა გაინტერესებდა რომელიღაც თამაშზე თუ როგორი იყო მისი მაჩვენებელი. რაც შეეხება კორსეტებით აღშფოთებებს ისინი არამარტო გაუნათლებლები არიან, პლუს ჭიქაში ქარიშხალის მაძიებლები. ხომ ხედავ ზოგი ბუდუ ზივზივაძის ენის გამოყოფაზე აღშფოთდა, არადა აინშტაინის ცნობილი ფოტო,სადაც ენა გამოყოფილია რამდენიმე მილიონი ევრო ღირს ორიგინალი. საქმე ძაან რთულადაა საქართველოში, ბევრს რამე თვითონ თუ არ მოსწონს, ე.ი არავის არ უნდა მოსწონდეს. არადა თითის ანაბეჭდები აქვს ყველა ადამიანს სხვადასხვა და ამათ უნდათ რომ ადამიანის ტვინიც ( გონება) ყველა ერთნაირად ( მათნაირად) მუშაობდეს.
დავით 67
30 მარტი 2024 16:51
4
მოპასუხეს.! და რატომ თქვა მასე ძნელი მისახვედრია? ეხლა უკრაინას ყველაზე მეტად უჭირს და რატომ გაგიკვირდა?? უკრაინა--საქართველოს მატჩი რომ იყოს რომელი შტერი ქართველი უქომაგებს უკრაინას? ისე ყველა ქვეყანაში ( თითქმის ყველა) უმეტესობა უვიცები და გაუნათლებლები არიან. ამას მოწმობს სტატისტიკა და რა გაგიკვირდა? შეიძლება რამე არ მოგეწონოს ჩემს კომენტარში( არცაა აუცილებელი,რადგან ყველას სხვადასხვა აზრი აქვს) მაგრამ ნაცი რატომ უნდა დამიძახო? რა ჭირი სჭირს ასეთი ამ ხალხს თუ ამ მთავრობის რამე არ მოგწონს ეგრევე ნაცის იარლიკს მოგაწებებენ. არადა ეგენი რომ იყვნენ ხელისუფლებაში, ქვეყნაში არ ჩამოვდიოდი, რადგან უამრავი სისასტიკე ხდებოდა. ახლა თურმე მეც ნაცი ვყოფილვარ. სწორედ ასეთი მიდგომაა სიბნელე.
დავით 67
30 მარტი 2024 20:46
1
ჯერ ესეთი მე ნამდვილად არ ვეტენები შენსა და სოსოს შორის ( სოსოს ვატივს ვცემ) უბრალოდ იმიტომ დაგიწერე კომენტარი რო უვიცებს და ბნელებს რო უწოდებ უმეტესობას, აი აქ გაქვს ბოდიში მოსახდელი! რაც შეეხება გაბეყვილ გუბაზის ნათქვამს, ძალიან კარგად გავიგეთ: ჯერ უკრაინაო და მერე საქართველოო. კაცი რო სხვა ქვეყანას პირველს დაასახელებს და მერე საკუთარს, ესეთ კაცს რა უნდა ეწოდოს?
დავით 67-ს
30 მარტი 2024 19:40
3
ყველა გამოხმაურება
რაღა უქულოდ- უეფას ოფიციალურ საიტზე საქართველო ფავორიტია თურქეთთან.
ჩემი თურქი ნაცნობებიც მოკრძალებულად და რიდით ლაპარაკობენ მომავალ თამაშზე,არა აქვთ თავიანთი გუნდის იმედი.
ჩვენს ნაკრებს სწორედ ეგ აკლდა-კონცემტრაცია და ბოლომდე ბრძოლა.
თავში როცა უკან გადავახვევ შოთა-ქინქის ნაკრების თამაშებს ყველას გვახსოვს რამდენი გოლი გაუშვა იმ გუნდმა უბრალო სიტუაციებში,ყველა ჩაწოდება ჩვენს საჯარიმოში სახიფათო იყო მაშინ.
Levani
30 მარტი 2024 15:59
1
უდიდესი სიხარული და ბედნიერება იყო თითოეული გულანთებული გულშემატკივრისთვის, 26-ი მარტის ისტორიული დღე!!!!!!!!!!!!!!!! დარწმუნებული ვარ, ყველას გულისცემა და მაჯისცემა ნორმალურზე იმაზე მაღლა იყო, რაც ჩვეულებრივად უნდა იყოს, მაგრამ აბა თუ ბიჭი ხარ და გაგეძლო, იმ სანერვიულო ატმოსფეროსთვის, თამაშის დაწყებიდან, დამთავრებამდე რომელიც სტადიონზე იყო? მე პირადად ნაღდად ცუდად ვიყავი, მაგრამ ვიღა ჩიოდა მაგას? მთავარია ისე დამთავრდა თამაში, როგორც უნდა დამთავრებულიყო! ვენაცვალე ჩვენს გულშემატკივრებს თავდადებისთვის და მხარდაჭერისთვის, (მეც მათ შორის) ვენაცვალე ჩვენს ბიჭებს, ასევე თავდადებისთვის და იმისთვისაც, რო არ გაგვაწბილეს იქ მისულ გადარეულებს? ერთი სიტყვით დღემდე ვახვევ და ვუყურებ ვიდეოებს (მერამდენედ!) და რო იტყვიან ვტკბები და ვხარობ იმ ყველაფრით, რაც განვიცადეთ ყველამ!
ეგ, ერთი და სხვა მრავალი ქართველებო!
30 მარტი 2024 15:09
1
გადაიწვნენ ბიჭები და კარგი მწვრთნელები ჰყავთ გუნდებში
ზვიადი
30 მარტი 2024 11:19
1
ასეთი სიხარულის დროს ანალიზი რომ ვინმეს აინტერესებდეს, დადებდნენ. სამაკრებო თემა ძალიან კვალიფიციურად შუქდება
სოსოს
29 მარტი 2024 17:15
2
მატჩის სრულ ანალიზზე,პრეტენზია არა მაქვს.ყველა დაწყნარდება და მერე თქვენც,საკუთარ და სპეციალისტების ანალიზებსაც დადებთ,მაგრამ ეს სტატისტიკა არ მასვენებს,ვიცი,რომ სარეკორდო შედეგები იქნება და ამის შემდეგ,ბიჭებს ვეღარავინ დააბრალებს,არ დარბიანო.სამი ოთხი წლის წინ,სეგუნდა დივიზიონის მატჩებს,რაღაცა საიტის საშუალებით ვუყურებდი ხოლმე. მატჩის დასასრულს,უკვე დებდნენ საერთო სტატისტიკას,მთელი გუნდის მიერ გარბენილ მანძილს და ორივე გუნდიდან,ხუთ-ხუთ ყველაზე მეტი გარბენის მქონე ფეხბურთელის გარბენებს და მაქსიმალურ სიჩქარეებს.თუ ტექნიკური საშუალება არსებობს,ჩვენთანაც საინტერესო იქნება და ფეხბურთელებიც მეტად ეცდებიან,ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებას.ფეისბუკზე,ერთი ლანძღვა გინებაა ატეხილი იმის გამო,რომ მაისურ გახდილ ფეხბურთელებზე ის შავი კორსეტები დაინახეს და ვინც არ იცოდა,ეს რა ლიფები აცვიათო,აღშფოთდნენ.სხვები მათ უცოდინარობაზე აღშფოთდნენ და წავიდა!თუ ამ მონაცემებს სისტემატურად ნახავენ,ისინიც გაერკვევიან და დაწყნარდებიან.რა ვიცი,მგონი არც შეუძლებელია და არც უინტერესო.
სოსო
30 მარტი 2024 10:19
2
ადმინ,მთელი ქვეყანა გახარებულია,რა თქმა უნდა თქვენც, ჩვენთან ერთად,მაგრამ თამაშის ანალიზზე ,ჯერ თუ არ ჩქარობთ,იქნებ მატჩის სრული სტატისტიკა მაინც მოგეწოდებინათ.ცალკეული ფეხბურთელების და მთლიანად გუნდის.ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება.განსაკუთრებით საინტერესოა,ბიჭების მიერ გარბენილი მანძილები.ფაქტია,რომ ძალიან ბევრი ირბინეს და საინტერესო იქნება,რამდენზე ავიდნენ.ვფიქრობ ამ თამაშში,ქართველ ფეხბურთლებში ერთ თამაშში გარბენილი მანძილის რეკორდს დაამყარებდა,რომელიმე.საქართველოს ნაკრებს,არც დამატებითი დრო უთამაშია ოდესმე,მაგრამ უამისოდაც,ბიჭებმა საოცრად ბევრი იმუშავეს.
გთხოვთ,იქნებ სადმე მოიძიოთ.
სოსო
29 მარტი 2024 16:37
0
მთავარია ყველა ჯანმრთელად იყოს... გერმანიიდან უქულოდ არ წამოვალთ. წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
29 მარტი 2024 16:05
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული