30 მარტს, ლა ლიგის 30-ე ტურში, "ვალენსია" "მალიორკას" უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ღამურების" მწვრთნელმა რუბენ ბარახამ თავისი გუნდის მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა:
"იმედი მაქვს, ევრო 2024-ზე გასვლა ჩემს ფეხბურთელებზე დადებითად იმოქმედებს. მათ კარგი დინამიკა აქვთ. საქართველოსთვის და მისი მთავარი გმირისთვის ეს ისტორიული მოვლენაა, ისევე, როგორც რომანისთვის (იარემჩუკი). ამან დამატებითი ენერგია უნდა შესძინოთ, რაც "ვალენსიასთვის" გამოსაყენებელია. ისინი ეროვნულ გუნდებში მაღალ დონეზე ჩვენი კლუბიდან მიდიან.
მამარდაშვილი პრიმერას ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. ახალგაზრდაა და კარგად წარმოაჩინა თავი. მის მაღალ კლასს შედეგები ადასტურებს. გიორგის "ჭერი" არ ვიცით,
მუდმივი ზრდის პროცესშია და მიხარია, რომ ასეთი მასშტაბის მეკარე მყავს".