ბუდუს თამაშს თბილისში თურქული კლუბის სკაუტები დააკვირდნენ

AutoSharing Option
Fotomac-ის ცნობით, "ტრაბზონსპორი" საქართველოს ნაკრებისა და "კარლსრუეს" თავდამსხმელით ბუდუ ზივზივაძით დაინტერესდა.

თურქული კლუბი მომავალი სეზონისთვის შეტევის ხაზის გაძლიერებას აპირებს, "საუთჰემპტონიდან" იჯარით აყვანილი 29 წლის ნიგერიელი ებერე ონუაჩუს შენარჩუნება გაუჭირდება, რადგან მისი გამოსასყიდი ფასი 10 მილიონი ევროა, პორტუგალიური "ჩავესის" 28 წლის ესპანელ ფორვარდს ექტორ ერნანდესს აკვირდება და ზივზივაძის სამსახურით დაინტერესდა.

გამოცემა იტყობინება, რომ საქართველოსა და საბერძნეთის მატჩზე "ტრაბზონსპორმა" ბუდუს თამაშზე დასაკვირვებლად სკაუტები გაუშვა, Gazetedamga კი წერს, რომ ახლა ტრანსფერის განხორციელება მწვრთნელის აბდულა ავჩის გადასაწყვეტია.

ზივზივაძეს "კარლსრუესთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს
გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ერი ავად არის! - ჯერ იყო და „გიოტებორგი“, „ვალენსია“, „ნაპოლი“,„რაპიდი“ გვეცოტავა, მანამდე მთელი ერი გაგიჟდა სანამ საქართველოდან ყველა ვარსკვლავი უცხოეთში არ გაისტუმრა - მერე თვითონვე ტიროდნენ ჩვენი გუნდები ევროთასებზე ერთ ეტაპს ვერ გადიანო, ახლაა და გერმანია დაიწუნეს და თურქეთი მოუნდათ...
შალო
11:53 30-03-2024
0
მაგარი რამეები ხდება ქართულ ფეხბურთში და რო ვფიქრობ რო ჯერ სად ვართ და ეს დასაწყისია გული სიამაყით მევსება და ბედნიერი ვარ ბიჭების და ყველა ქართველი გულშემატკივრის გამო,,ტრაბზონი არის თურქეთის ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონობის მაძიებელი კლუბი და თუ აქამდე ასეთი ტრანსფერი გაგვიხარდებოდა ახლა ვიწუნებთ და უკეთესის მოლოდინი გვაქვს,,რატომაც არა მიდით ბიჭებო,ყოველთვის გული მწყდებოდა იმაზე რომ ქართველ ფეხბურთელებს ევროპაში არ აფასებდნენ,,ბუდუს,კიტეს,ლორიას,კვირკველიას და კიდევ ბევრს აშკარად უკეთეს კლუბებში შეეძლოთ თამაში და მიხარია რო ეს იცვლება და აწი უკეთეს კლუბებში ვნახავთ ჩვენს ბიჭებს,,
gel-100
10:34 30-03-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული