კალცონა: რატომ დავაყენე რასპადორი კვარაცხელიას ნაცვლად? - რაიმეს გაკეთება შეუძლებელია

AutoSharing Option
სერია A-ს 30-ე ტურში "ნაპოლი ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე საკუთარ მოედანზე "ატალანტასთან" 0:3 დამარცხდა. ნამატჩევს DAZN-თან კომენტარი ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ გააკეთა:

„მეტოქემ კარგად ითამაშა, ჩვენ კი ბევრი ნაკლი გვქონდა, განსაკუთრებით როდესაც ბურთის გარეშე ვიყავით. დაცვა ცუდად გაისარჯა. ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შესაძლებლობა მინიმუმამდე შეგვიმცირდა, თუმცა წინ უნდა ვიყუროთ და სეზონის ღირსეულად დასრულებას შევეცადოთ.

ბევრი რამ გამოსასწორებელია, პრობლემა მხოლოდ დაცვას არ შეეხება. ორგანიზებულობა გვაკლია. "ინტერთან" უკეთესად ვიასპარეზეთ, თუმცა დღეს ოთხი მომენტი შევქმენით. ფიზიკურად ასეთ ძლიერ გუნდებთან სრული მობილიზაციის გარეშე წარმატების მიღწევა
რთულია. რატომაა ამხელა სხვაობა გასულ წელთან შედარებით? სამი მწვრთნელი გამოიცვალა, მათ მშვიდ ვითარებაში მუშაობის საშუალება არ მიეცათ და ცოტა რამის შეცვლა შეძლეს. განსხვავება უზარმაზარია და რაიმეს გაკეთება შეუძლებელია.

რატომ დავაყენე რასპადორი კვარაცხელიას ნაცვლად მარცხენა ფლანგზე? ის კარგად ვარჯიშობს. გასაგებია, უფრო ცენტრში ურჩევნია თამაში, მაგრამ გადაწყვეტილება შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მივიღე“.

მკითხველის კომენტარები / 18 /
"წმინდად და მსხვილად დაფქვილი,ერთნაირად ღირს და ვაი,წმინდად დამფქველსო!"დე ლაურენტისმა,შრომას ფასი დაუკარგა.ხვიჩა ფაქტობრივად უფასოდ ამუშავა,ზელენსკის,შარშანდელი სეზონის ერთერთ გმირს,პირიქით,ხელფასის დაკლება მოსთხოვა და რა თქმა უნდა ფეხბურთელებმა,თამაშის,მომატების სტიმული დაკარგეს. როცა მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შესული ფეხბურთელი,შენზე 2-3 ჯერ ნაკლებს იღებს და მომატებაზე არც ფიქრობენ,შენ რატომღა მოიკლავ თავს?მწვრთნელი აქ ვერაფერს გააკეთებს.შეიძლება ერთი თამაში,ორი,თუნდაც სამი,ფეხბურთელები დამუხტო და თავები გადადონ,მაგრამ საშუალო და ხანგრძლივ ვადიან პერსპექტივაში,ეს უიმედო ამბავია.აჰა,ოსიმენს მოუმატა ხელფასი,მაგრამ ისიც,მარტო ბევრს ვერაფერს მიაღწევს, თავიც რომ მოიკლას.ხვიჩა ალბათ ფორმის შესანარჩუნებლად ითამაშებს,მაგრამ თავს მაინც და მაინც აღარ მოიკლავს.მისი ფიქრები,ევროპის ჩემპიონატისაკენ და საიქაოდ მოსამზადებლად იქნება მიმართული.დე ლაურენტისმა,ფეხბურთელების ხელფასებზე რამდენიმე მილიონი მოიგო,მაგრამ ათეული მილიონები წააგო,შესაძლო შემოსავლებიდან.ეს თანხა კიდევ გაიზრდება.
სოსო
31 მარტი 2024 12:19
3
სლოვაკეთში ერთი მდიდარი ადამიანია,ვინმე გარნიკ აკობიანი.სლოვაკეთის უმდიდრესი ადამიანების ათეულში შედის. . .არი კლასიკური ტრეფიკიორი,ჩაყავს ხალხი მათ შორის საქართველოდან(არც სომხებს აკლებს) და მუქთად ამუშავებს.იმდენს აძლევს რო იქვე დახარჯონ და მუშაობის თავი ქონდეთ,რაიმეს გაგზავნა სახში გამორიცხულია. . ვინაიდან კორუფციას მიაქვს იქაურობა,სამართალს ვერავინ პოულობს.მესამედი ნამუშევრის ძლივს წავართვი,ისიც ცოტა მიკაჩავებით. . .ეხლა გავიგე ლაურენტისის ნაბ. . . ბარი ყოფილა . . .ტიპი ჯერ მასალებს მიჰყიდის ობიექტს და მერე დასაქმებულებს აპარინებს. . . კალცონას ნაირები დაჭერილი ყავს ყურებიდან და არის. . .
ნაპოლეონი
01 აპრილი 2024 21:25
0
ევროპა შუაში კი არა თავშია
Gio
31 მარტი 2024 10:38
6
ლაიქები ნახე ?!
ვაუ, რამდენი ყოფილხართ ?
"მალьადეც" თქვენ, ნამდვილო პატრიოტებო ...
რუსეთის ! :(
ეტყობა ლავრენტაზე მეტს იხდიან რუსეთში... :)
შენი ლოგიკა ...
01 აპრილი 2024 00:18
3
ევროპის ჩემპიონატზე მიდიხარ ? ))
რას გულისხმობ ?
31 მარტი 2024 22:40
0
ყველა გამოხმაურება
ეს საიდანღა მოათრია დე ლაურენტისმა?
gia
30 მარტი 2024 23:38
12
საიდან და..
ჯიბიდან ამოიღო..
მამუკა
31 მარტი 2024 00:54
2
ხელფასი მინიმუმ 8-9 მილიონი მაინც ეკუთვნის.
პრემიერ ლიგაში რომ გადავიდეს 10-15 მაინც ექნება.
Gi
30 მარტი 2024 22:31
7
აბა, ვინ უნდა დაეყენებინა, - მბაპე, ვინისიუსი თუ ლეაო?!... როგორც რუბიკა ხაჩიკიანი იტყოდა - ისეთ შეკითხვებს უსვამენ, რომ პასუხის გაცემაც უხერხულია...
დდდ
30 მარტი 2024 20:28
2
დღეს ნათლად გამოჩნდა რამდენს ნიშნავს ხვიჩა ნაპოლისთვის.სრულიად უსახური თამაში ჩაატარეს კვარას გარეშე.იმედია ეხლა მინც მიხვდება აურელიო მის მნიშვნელობას.
მირო
30 მარტი 2024 20:21
8
მართალს ამბობს ეს კაცი! ლაურენტისმა არავის მისცა მშვიდად მუშაობის საშუალება და დრო!განახორციელა არასწორი ტრანსფერები კლუბში, შექმნა არა ჯანსაღი გარემო. მოკლედ ყველაფერში დამნაშავე ლაურენტისია, თავისივე აშენებულ გუნდს თვითონვე ანგრევს!
რობი
30 მარტი 2024 19:58
0
ათმილიონიანი ხელფასის მქონე ფეხბურთელები ერთ დამლაგებლისხელფასიანი კვარას შემყურეები როგორ გახდით თქვე მამაცხონებულებო და მის გარეშე რომ არ ვარგა გუნდი ლავრენტა ვერ ხვდება ვითომ?
ისე მილიონი უზარმაზარი ხელფასია მაგრამ როდემდე უნდა ვემსახუროთ ქართველები ევროპას , რა დავაშავეთ ასეთი, კანის ფერზე ერთი ამბავი რომ ატყდა, კაი ბატონო, სამართლიანია, მაგრამ ეს საკითხი ვითომ განსახილველი არ არის? დაგვცინის ლავრენტა ალბათ
გიორგი
30 მარტი 2024 19:54
13
და ვინც ქართველებს საქართველოში ქართულად ლოცვას უკრძალავს, ეკლესიებს გვართმევს და ხალხს გვიკლავს ...
და მხარდამჭერებსაც ...!!!!!!
ვინც ქართული ეკლესია დაანგრია
31 მარტი 2024 22:44
2
რაც ჩამოთვალე:
1. ევროპის ბრალია?
2. ლაურენტისი = ევროპას ?
3. ევროპა რა შუაშია კვარაცხელიას ხელფასთან ?
4. შენ უფრო პოლიტიკური "რეჩი" გამოგივიდა და ისეთ თემებს შეეხე, პარტიის წევრიც ხარ, თუ მხოლოდ ზიზღით სავსე რუსეთუმე
დაბოღმილი ტროლ-ბოტი ?
5. რუსეთზე არაფერს გკითხავ,რადგან, როგორც ყველა ნორმალური (!) ქართველი,
ყველა რუსეთუმეზე და რუსეთზე კარგის მთქმელზე ძალიან (!) "ცუდ რაღაცეებს" ვფიქრობ...
6. მძიმე მარხვაა, შენ მარხულობ ?
7. აკაკი წეტეთლის ლექს(ებ)ი რუსეთზე წაკითხული გაქვს ?
წაიკითხე!
-------------
უფალმა შეგ(ვ)ინდოს !
ერთიან საქართველოს გაუმარჯოს!

არა და- ს - ს
31 მარტი 2024 22:28
4
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული