მომენტები ბევრი არ იქმნებოდა, ყველაზე რეალური შესვენების შემდეგ მაპინძლებმა შექმნეს - საჯარიმოდან პეპელუს დარტყმული ბურთი მეკარისგან ძელს მოხვდა, დამატებაზე კი გონსალესმა ვერ შეძლო ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან გატანა. შემდეგ დუროს თავური მეკარე გრეიფმა მოიგერია და საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს.
„ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა კარგად ითამაშა, მიმდინარე ტურნირზე მეათე შეხვედრაში შეინახა კარი მშრალად და ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა: Sofascore 7.5, Flashscore 7.5, Whoscored 7.4.
„ვალენსია“ 41 ქულით მერვე ადგილზეა და 4 აპრილს გასვლაზე „გრანადას“ დაუპირისპირდება.
ვალენსია. „მესტალია“
ვალენსია - მალიორკა 0:0
მამარდაშვილი დღეს "ვალენსიას" უკაპიტნებს? - ხვიჩა განაცხადს მიღმა და სხვა ქართველები