![](https://sportall.ge/pictures/image5/b3c3c350570a5baf8fe5625d8d43b8f4.jpg)
კვიპროსის ჩემპიონატის 31-ე ტურში „აპოელმა“ გასვლაზე უშუალო კონკურენტი აეკ-ი 2:1 დაამარცხა.
სტუმართა გუნდში ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ქვილითაია კი 72-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
„აპოელი“ 66 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ აეკ-ს 4 ქულით უსწრებს და 7 აპრილს „ანორთოსისს“ უმასპინძლებს.
ლარნაკა. „გეორგიოს კარაპატაკისი“
აეკ - აპოელი 1:2
გოლები: 1:0 ტონგია (9), 1:1 ტომანე (76), 1:2 ნდონგალა (82)