"დე ლაურენტისი კვარაცხელიას ახალი პროექტის მთავარ ფიგურად მიიჩნევს და მზადაა ქართველისთვის გარისკოს" - Sky Sports-ი "ნაპოლის" სამომავლო გეგმებზე წერს

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო ახალი გუნდის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კინოპროდიუსერი ქართველთან განშორებას არ გეგმავს და ახალგაზრდა გარემარბს მალე ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტსაც შესთავაზებს.

"გადაწყვეტილი ამბავია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "ნაპოლის" ოსიმენი დატოვებს. აურელიო დე ლაურენტისი იმედებს ხვიჩა კვარაცხელიაზე ამყარებს და ახალი გუნდის მშენებლობას ქართველის გარშემო გეგმავს. დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონში "პარტენოპეის" ევროპალიგაზე ვიხილავთ.

მნიშვნელოვანია, რომ კლუბის პრეზიდენტმა "კვარასთან" ახალი ხელშეკრულების გაფორმება რაც შეიძლება მალე მოახერხოს. იმის გამო, რომ ოსიმენის ხელშეკრულებაზე
ნიგერიელის მხრიდან არაერთი წარმომადგენელი იყო ჩართული, ამან აფრიკელ ფეხბურთელსა და დე ლაურენტისს შორის ურთიერთობა გააფუჭა.

თუ აურელიოს ნამდვილად სურს, რომ ახალი გუნდი ხვიჩას გარშემო აშენდეს, სეზონის დასრულებას აღარ უნდა დაელოდოს და გაუმჯობესებული კონტრაქტი ზაფხულამდე შესთავაზოს", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, კვარაცხელიას "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება.

alt"ოსიმენი და კვარაცხელია "ნაპოლიდან" უნდა წავიდნენ" - განაცხადა გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა

altSpazio Napol: კვარაცხელიას გარეშე "ნაპოლი" განწირულია - ქართველი ვალდებულია გუნდი მხრებით ათრიოს

მკითხველის კომენტარები / 10 /
რაც არ უნდა კონტრაქტი შესთავაზოს, რაც არ უნდა ფული მისცეს, ახალი კონტრაქტი არ უნდა გააფორმოს - ისეთ გამოსასყიდ
თანხას ჩაუდებს იქ ლაურენტესი, რომ იმდენ ფულს ხვიჩაში არავინ
გადაიხდის და სამუდამოდ ლაურენტესის მონა გახდება. ნაპოლი უკვე გუშინდელი დღეა, ხვიჩას იქ აღარაფერი ესაქმება
ბესო
02 აპრილი 2024 14:17
1
ჯერ მოხვდეს ევროპა
ლიგაზე
შიო
01 აპრილი 2024 22:31
1
ქართველების სენი.. მიღწეულით ტკბობით გაჯანჯლება ეგრეთ წოდებული " დამუხრუჭება" წადი ბიძიკო პრემიერ ლიგის ოთხეულიდან რომელიმე კლუბში თუკი შემოთავაზება გაქვს,ასათიანივით არ მოგივიდეას არსენალი სთავაზობდა კონტრაქტს მაგრამ ისე იყო ლოკომოტივში მომჯდრი რომ უარი უთხრა და კარიერაც გაიფუჭა ამიტომ დროზე მოშორდი მაგ ყარაულის თოფივით კლუბს გადადი ალბიონზე და შეიგრძენი ნამდვილი თანამედროვე უმაღლესი კლასის ფეხბურთი თავისი ყველაფრით და შემდგომში გექნება შვილებისთვის მოსაყოლი საამაყო ამბები და იტყვი მე აქ ვიყავი! თუკი ვინმე მიწვდენს ამ კომენტარს ხვიჩას ამ მის ოჯახს სიკეთეს იზამს.
კახა
01 აპრილი 2024 22:18
5
დე ლაურენტისი,ცოტათი მაინც წესიერი კაცი რომ ყოფილიყო,უკვე შარშან საახალწლოდ ,საკუთარი ინიციატივით და ყოველგვარი დამატებითი პირობების გარეშე,თუნდაც სიმბოლურად უნდა გაეზარდა ხვიჩას ხელფასი.რადგან უკვე აშკარად ჩანდა,რომ გუნდში ვარსკვლავი მოვიდა.უნამუსო კაცთან საუბარს და შეთანხმებას,აზრი არა აქვს.ყველაფერზე უარი უნდა თქვას და გუნდიდან გაშვება მოითხოვოს.მნიშვნელობა არა აქვს,რამდენს შესთავაზებს.ხვიჩამ ყველაფერზე უარი უნდა თქვას.თამაშზეც კი.სადაც არ გაფასებენ,იქ არ უნდა დარჩე!
სოსო
01 აპრილი 2024 21:46
0
საინტერესოა, რისკი რაში გამოიხატება - ხვიჩას გარშემო გუნდის აწყობაში თუ ხელფასის მომატებაში?!... მითუმეტეს იმ ადამიანისთვის, ვისაც არანაირი რისკები გაუთვლია გუნდის გაჩემპიონების შემდეგ...
დდდ
01 აპრილი 2024 20:15
1
წარმატებები ხვიჩას, და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
01 აპრილი 2024 17:06
1
პირველივე შესაძლებლობისას უნდა მოქუსლოს ხვიჩამ "ნაპოლი"-დან! ეგ გუნდი აღარაა, აურელიო დე ლაურენტისის - ბუტიკია!
Ზაზა
01 აპრილი 2024 16:54
3
შედარებისთვის, ოსიმენი იღებს 10 მილიონს...
ეხლა ჯუღელის გამოისობით კვარა მიიღებს 4 ან 4,5 მილიონს და აქ და სხვაგანაც უამრავი ბალაყანა დაგვიწყებს მტკიცებას მაგარი ხელფასია და ჯუღელი მაგარი მენეჯერიაო...
აგერ ნახავთ თუ ასე არ იქნება...
ვენეციის კომისია
01 აპრილი 2024 15:14
2
ვისაც გჯერავთ გაგატარებთ
გოჩა
01 აპრილი 2024 13:58
0
არ გათეთრდება ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა... დე ლაურენტისი ზნესა და ხასიათს არ შეიცვლის, შესაბამისად რაიმე "ახალ პროექტზე" საუბარი უტოპიურია, სანამ ეს კაცია საჭესთან.

კვარას კი ევროპაზე შთამბეჭდავ გამოსვლას ვუსურვებ, რაც მისი ნორმალურ და ჯანსაღ გარემოში გადაბარგების უტყუარი საწინდარი იქნება, სათანადო დაფასებით.
pablo
01 აპრილი 2024 13:00
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული