"უოტფორდი" ფრეს დასჯერდა - ჩაკვეტაძის უთამაშებლობის მიზეზი ცნობილია

AutoSharing Option
ჩემპიონშიფის მე-40 ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „ვესტ ბრომვიჩს“ დაუზავდა - 2:2.

„უოტფორდი“ 2:0-ს იგებდა, მაგრამ გამარჯვება ხელიდან გაუშვა და ფრით დაკმაყოფილება მოუწია.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიოგი ჩაკვეტაძე განაცხადში არ იყო. კლუბის საიტის ცნობით, მან მატჩი ავადმყოფობის გამო გამოტოვა.

„უოტფორდი“ 50 ქულით მე-14 ადგილზეა და 6 აპრილს „პრესტონს“ უმასპინძლებს.

ვესტ ბრომვიჩი. „ჰოტორნსი“
ვესტ ბრომვიჩი - უოტფორდი 2:2
გოლები: 0:1 კაიემბე (51), 0:2 რაიოვიჩი (66), 1:2 ტომას-ასანტე (70), 2:2 ფურლონგი (90+1)

alt"უოტფორდი" ერთ-ერთ ლიდერთან ფრეს დასჯერდა - ჩაკვეტაძე სათადარიგო იყო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული