კვარაცხელიას დაბრუნება ჭიანურდება - ქართველი ვარსკვლავი სერია A-ს მომდევნო ტურშიც ვერ ითამაშებს?

AutoSharing Option
Arenanapoli-ს ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლოა, სერია A-ს მორიგი ტურის შეხვედრა გამოტოვოს, სადაც მისი "ნაპოლი" 7 აპრილს გასვლაზე "მონცას" დაუპირისპირდება.

ჩვენებურს მარცხენა ბარძაყის კუნთის დაჭიმულობა ჰქონდა, რის გამოც "ატალანტასთან" შეხვედრაში უკვე ვერ იასპარეზა.

1-ელ აპრილს ხვიჩამ ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო, თუმცა გუნდთან ერთად სრულფასოვან წვრთნას ვერ გადის და დღესაც მარტომ ივარჯიშა.

ჩვენი იტალიელი კოლეგები წერენ, რომ კვარაცხელიას დღეს ექიმები შეამოწმებენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეეძლება თუ არა თამაში "მონცასთან".
მკითხველის კომენტარები / 12 /
კვარაა დაასვენე ფეხი ორგანიზმი ევროპაზე გვჭირდებიი ნაპოლი ლიგაზე მაინც ვერ გავაა ოთხ თამაშს ზეზდიზედ არწააგებს რომა და ატალანტა
beqa
10:35 04-04-2024
6
ვაი რა გეშველებათ? რეებს წერთ ან რეებს ბოდიალობთ? რა ფეხი არ უნდა გაანძრიოს ევროპამდე აბა რა უნდა ქნას, არ ითამაშოს ნაპოლში? ან ამ ლაურიანტეს რას ლაძღავთ რა დაგიშავათ ან თქვენ ან კვარას, დიდი ფეხბურთელი და ცნობილი რო გახადა მაგიტო ლანძღავთ? კვარამ იცის რა როგორ უნდა აკეთოს არ ჭირდება თქვენი ბრძნულ-ბრძნული აზრების ფრქვევა, ნაპოლშიც უნდა ითამაშოს , ნაკრებშიც და ნაპოლის პრეზიდენტსაც პატივი სცეს!! მიდი კვარა მიაწექი და გაგვახარე!!!!!!!!!!!
ტოტო
15:57 04-04-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული