"კვარა" ძალიან უკმაყოფილოა" - ფედელეს გაფრთხილება "ნაპოლის"

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Calcio Napoli-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიასა და "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა.

ფედელეს თქმით, კვარაცხელია უკმაყოფილოა, "პარტენოპეის" გასახდელში კი სიტუაცია დაძაბულია.

"როგორ არის კვარაცხელია ფსიქოლოგიურად? - რა თქმა უნდა, ძალიან უკმაყოფილოა. ვეთანხმები იმ გადაწყვეტილებას, რომ დე ლაურენტისს ზელინსკისთვის კონტრაქტი არ უნდა გაეგრძელებინა, რადგან პოლონელი ძალიან ბევრს ითხოვს, თუმცა თანამშრომლობას არც პოლიტანოსთან გავაგრძელებდი, რადგან საქმე ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს.

ოსიმენი თანაგუნდელებზე 10-ჯერ მეტ ხელფასს იღებს, ცხადია, ეს "ნაპოლის" ფეხბურთელების ხასიათზე უდიდეს გავლენას ახდენს", - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება, ავტორიტეტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეები სეზონის დასრულების შემდეგ აურელიო დე ლაურენტისი ქართველს ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს.

altკვარაცხელიამ გუნდთან ერთად ივარჯიშა, MVP-ის კანდიდატია და გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებენ

altკვარაცხელიას დაბრუნება ჭიანურდება - ქართველი ვარსკვლავი სერია A-ს მომდევნო ტურშიც ვერ ითამაშებს?

altკვარაცხელია რონალდოს წინააღმდეგ - ოცნება, რომელიც ხდება და ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის საინტერესო მატჩი...

მკითხველის კომენტარები / 12 /
ყველაზე მეტი მონდომებით და გულით ეგ თამაშობს მაგ გუნდში და მართლაც ნამდვილი ღორობაა, რომ ამდენი ხანი ხელფასი არ მოუმატეს.
კნოპსი
16:53 05-04-2024
3
ცივ წყალს მიაყოლებს თუ ნაყინს ეს არავისი საქმე არაა. იმსახურებს მაღალ ხელფასს ეს ბიჭი და მიიღებს კიდეც. ისე რა ფენომენია ასე ბოღმის ნთხევა კვარაზე(ზოგიერთ კომენტარის ავტორს ეხება) რამე დაგიშავათ?
ბექა
18:01 05-04-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული