კვარაცხელია და მიქაუტაძე დღეს ადრე ითამაშებენ - "ნაპოლი" ევროზონისთვის!..

AutoSharing Option
"ნაპოლის" სერიოზული საფრთხე უდგას, გუნდი მომავალ სეზონში ევროტურნირებს მიღმა დარჩეს და თუკი ხვიჩა კვარაცხელია აქ დარჩება, მისი მხოლოდ საშინაო ასპარეზზე ხილვა სამწუხარო იქნება. ამასობაში, "ბარსელონას" ინტერესზეც სერიოზულად იწერება. ჩემპიონატის დასრულებამდე 8 მატჩით ადრე კალცონას გუნდი ბრძოლას აგრძელებს და დღეს, 7 აპრილს, თბილისის დროით კვლავ ადრე, 17:00 საათზე, "მონცას" "ბრიანტეოზე" (16 917 მაყურებელი) ესტუმრება.

"მონცას" ბოლო დროს წარმატებული მატჩები ჰქონდა, გავარდნის საფრთხე აღარ აქვს და ე.წ. უმოტივაციო გუნდების კატეგორიაშია. პალადინოს გუნდის მეკარე მიკელე დე გრიგორიო შესრულებული "სეივების" პროცენტული მაჩვენებლით (80%) მეორე
ადგილზეა (ვინც 20 და მეტი მატჩი ითამაშა). შედარებისთვის, ნეაპოლელთა კიპერ მერეტის მსგავს მონაცემში 65% აქვს.

"ნაპოლის" საშინელი სეზონი გამოსდის, მხოლოდ 45 ქულა. ამაზე ცუდად 2009-10 წლების შემდეგ არ გამოსულან, როცა ჩემპიონატი მეექვსე ადგილზე დაასრულეს... და როგორ გამოიყურება ხვიჩა კვარაცხელია? ის წარდგენილია მარტის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში, თებერვლის შემდეგ კი, პენალტებიდან გატანილი გოლების გამოკლებით, მასზე მეტჯერ მეტოქის კარი არავის დაულაშქრავს - 5.

"ნაპოლი", ძირითადად, ხვიჩას გარეშე ემზადებოდა, ოსიმენს კი კარგა ხანია, არ გაუტანია...

Sportall.Ge

ნეაპოლურ კლუბს "მონცასთან" ყოველთვის უჭირს. 1999-2000 წლებში, 4 მატჩში, გუნდებს თითო მოგება და ორი ფრე აქვთ, ბოლო ორი სეზონის განმავლობაში კი თითო მოგება და ერთი ფრე. კარგად გვემახსოვრება, სადებიუტო სეზონის მეორე ტურში "კვარამ" უახლოეს მოწინააღმდეგეს დუბლი შეუსრულა; იყო უკვე გაჩემპიონებული "ნაპოლის" მარცხი (0:2) მეორე წრეში, სადაც ქართველმა მეორე ტაიმში ითამაშა; ცოტა ხნის წინ, 29 დეკემბერს, უგოლო ფრე ნეაპოლში, კვარაცხელიას მეოთხე გაფრთხილება სეზონში და ამით გაბრაზებული მაცარის გაძევება...

ტრავმის შემდეგ ხვიჩამ უკვე გუნდთან ერთად ივარჯიშა და მას აუცილებლად ველით; იქნება თუ არა სასტარტოში, ამას მისი მომზადება გადაწყვეტს.

"სასუოლოსთან" ჰეთ-თრიკის შემდეგ, ვიქტორ ოსიმენს არ გაუტანია და ეს საქმე მოწყურებული ექნება. სირილ ნგონჟემ წინა ტურში ითამაშა და ახლაც გუნდთან ერთადაა.

შეხვედრას 46 წლის დანიელე დოვერი განსჯის, რომელიც ნეაპოლელებს ბოლოს 11 თებერვალს, "მილანთან" (0:1) წაგებულ მატჩში მოემსახურა.

Sportall.Ge

ესპანური "ლა ლიგა" თასის ფინალის გამო ისვენებს. დღეს ჩვენებურების სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია გასავარდნ ზონაში მყოფი, გიორგი მიქაუტაძის "მეცის" სტუმრობა "ბრესტთან" (15:00 სთ). "ჟორჟი" გუნდის თვის ფეხბურთელის ნომინანტია; თასზე წარმატებული ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმი" "ლასკს" უმასპინძლებს (16:30 სთ) ; პირველადგილოსანი ლაშა დვალისა და გიორგი ქვილითაიას "აპოელი" თემურ ქეცბაიასა და თავად ქვილითაიას ყოფილ კლუბს, "ანორთოსისს" დაუხვდება (18:00 სთ); პოლონეთში ნიკა კვეკვესკირის "ლეხი" "პოგონს" მიიღებს (17:00 სთ) და სამეულში შესვლას ეცდება!..

altმამარდაშვილის მეთერთმეტე მშრალი მატჩი - "ვალენსიამ" "გრანადას" მოუგო [VIDEO]

altკიტეიშვილის დაბრუნება - "შტურმმა" სტუმრად "ზალცბურგი" 4:3 დაამარცხა და ფინალში გავიდა

მკითხველის კომენტარები / 19 /
კვარადონა ვინც დაარქვა,იმათმა შენზე უკეთესად იციან ვინც არის.ფეხბურთით განებივრებულ იტალიელებს ვერავინ ასწავლის ფეხბურთელის დონის შეფასებას.ტოჟე მნე ფეხბურთის ექსპერტი რა....
მირო
12:44 05-04-2024
4
სად წაიკითხე არაკაცო მარადონააო?
???-s
11:48 05-04-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული