TUTTO mercato WEB: კვარაცხელიას ტრანსფერში ამხელა თანხაზე "ნაპოლისთვის" უარის თქმა ძნელი იქნება

AutoSharing Option
AS-ის მიერ "ნაპოლის" გარემარბის ხვიჩა კვრაცხელიას მიმართ "ბარსელონას" დაინტერესების თაობაზე გამოქვეყნებულ წერილს tuttomercatoweb-ი გამოეხმაურა.

აქვს კი აზრი კვარაცხელიაზე 100 მილიონ ევროზე მეტ შეთავაზებაზე უარის თქმას?

"აქვს თუ არა აზრი კვარაცხელიაზე სამნიშნა შეთავაზებაზე უარის თქმას? იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ესპანეთში ქართველით "ბარსელონას" დაინტერესებაზე ისაუბრეს, რომელიც მათი სამიზნეა და მზადაა "ნაპოლის" წინადადებით მიმართოს, ეს კითხვა მართებულია.

თუმცა დე ლაურენტისმა ფასი 130 მილიონ ევრომდე ასწია და იმდენივეს ითხოვს, რამდენსაც ოსიმენში. შესაძლოა, გასულ სეზონში ამას აზრი ჰქონდა, მაგრამ ეს პრემიერლიგა არაა და კვარაცხელია ჩემპიონთა
ლიგაზე მეოთხედფინალში შეჩერდა. ლეაოსთვის, რომელიც ამ ეტაპზე გადამწყვეტი იყო, მსგავსი წინადადებით არ მიუმართავთ, თუმცა "ჩელსის" შეეძლო იმდენივე გადაეხადა (100 მილიონი), რამდენიც მუდრიკის შეძენა დაუჯდა.

ამიტომ ასეთ ფინანსურ მოგებაზე უარის თქმა ძნელი იქნება. "ბარსელონას" ეკონომიკური პრობლემების გამო ამხელა თანხის გადახდა გაუჭირდება და ერთადერთი ვარიანტი არსებობს: იჯარა კონტრაქტის ძალიან მაღალ თანხად სავალდებულო გამოსყიდვით. ეს ნეაპოლური კლუბისთვის ფანტასტიკური ფინანსური ოპერაცია იქნება, თუმცა კონტრაქტი ჯერ არ განახლებულა, რომელიც 2027 წლის ზაფხულამდეა გაფორმებული და დე ლაურენტისი აშკარად მომგებიან ვითარებაში იმყოფება".

მკითხველის კომენტარები / 8 /
ბარსას ან რეალის მოთამაშე თუ გახდება, ხვიჩა უფრო იქნება დაცული მსაჯების მიერ.
ბერძნებმა ისე იუხეშეს, რომ ნახევარი გუნდი წითელს იმსახურებდა. ეს თამაში პირველ ტაიმში გვექნებოდა მოგებული.
რეალობა
09:15 06-04-2024
3
ე.ი ფეხბურთელს 1.2 ევროს აძლევდე ხელფასს, 3 მდე გაგიზრდიო ეუბნებოდე და ამავდროულად 130 მილიონს ადებდე ფასს. ღორობასა და არაადექვატურობასაც საზღვარი აქვს, მაგრამ რა გინდა რომ ქნა, როცა ამავე ფეხბურთელის აგენტი ჯუღელია...
pablo
10:24 06-04-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული