სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი ძალიან აქტიური იყო და ჟირონდელების შეტევებს წარმართავდა. ის ჯერ მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ვერ გაიტანა, შემდეგ კი საჯარიმოში დაეუფლა ბურთს, კარის წინ თავისუფალი პედრო დიასი მონახა და მან თავისი გუნდი დააწინაურა.
შესვენების შემდეგ მასპინძლები უპირატესობას დაეუფლენ, ხოლო ბორდოელები სწრაფი და სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდნენ. ზურიკო საჯარიმოს წინ მცველმა დაიალამ მედამ წააქცია და მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა, თუმცა შეეძლო ბოლო იმედის ჯარიმა დაეფიქსირებინა და გაეძევებინა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და შეხვედრა 0:1 დასრულდა.
დავითაშვილმა, რომელმაც გასულ ტურში გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა თავი, მიმდინარე ტურნირზე ჩატარებულ 30 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. ქართველმა ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა: Flashscore 7.5, Sofascore 7.4.
„ბორდომ“ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია (3 ფრე და 1 წაგება) შეწყვიტა, 41 ქულით მე-12 ადგილზეა, ლიგა 1-ში გადასასვლელი პლეი-ოფის ზონას 6 ქულა აშორებს და 13 აპრილს „ბასტიას“ უმასპინძლებს.
კანი. „მიშელ დ’ორნანო“
კანი - ბორდო 0:1
გოლი: დიასი (20)