სტუმრები დებიუტში 37 წლის მცველმა ტრაორემ დააწინაურა, თუმცა მასპინძლთა კაპიტანმა შარდონემ მალევე გაათანაბრა ანგარიში. შემდეგ „მეცის“ თავდამსხმელი მიქაუტაძე შარდონეს გაექცა, კარიდან გამოსული მეკარეც მოატყუა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან მცველმა გამოიტანა. „ბრესტმა“ შეტევებით უპასუხა, ოკიჯას კარი დუმბიამ და მუნიემ დალაშქრეს და პირველი ტაიმი ბოლონის გუნდმა, რომლის დაცვაში თამაში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა, 1:3 წააგო.
შესვენების შემდეგ სტუმრებმა ანგარიში გაზარდეს, ხოლო მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა. დარჩენილ დროში "მეცმა" გოლი ვეღარ გაიტანა და მარცხი განიცადა.
ქართველმა მიმდინარე ჩემპიონატზე 7 გოლი გაიტანა. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Whoscored 8.6, Sofascore 8.1, Flashscore 7.6.
ბრესტი. „სტად ფრანსის ლე ბლე“
ბრესტი - მეცი 4:3
გოლები: 0:1 ტრაორე (6), 1:1 შარდონე (12), 2:1 დუმბია (31), 3:1 მუნიე (38), 4:1 სატრიანო (60), 4:2 მიქაუტაძე (74), 4:3 მიქაუტაძე (80)
მომავალ სეზონში მეცში დაბრუნება უაზრობა მგონია. მეორე დივიზიონისთვის მეცოდები. აიაქსში ცუდ დროს მოხვდი ძალიან არეულია მანდ ყველაფერი. ნებისმიერ საშუალო დონი ევროპულ გუნდა გაქაჩავ თავისუფლად