Il Mattino: "ნაპოლიმ" "ბარსას" კვარაცხელიას თაობაზე პასუხი შეუთვალა

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ცნობილმა ესპანურმა გამოცემა AS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებას გეგმავდა.

Il Mattino-ს ცნობით, "პარტენოპეის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა "ბლაუგრანას" წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ხვიჩა ხელშეუხებელია და ქართველის შენარჩუნებას მინიმუმ ერთი სეზონის განმავლობაში გეგმავენ.

გამოცემის მტკიცებით, "ბარსას" ლობოტკას ყიდვაც სურდა, თუმცა "ნაპოლის" პრეზიდენტმა სლოვაკის გაყიდვაც გამორიცხა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "პარტენოპეისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება, თუმცა წამყვანი იტალიური გამოცემების ცნობით, ქართველი სეზონის დასრულების შემდეგ "ნაპოლისთან" ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს მოაწერს ხელს.

altროგორი შეფასება

მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "მონცასთან" მატჩში?

altკვარაცხელიას საგოლე პასი და ზელინსკის ულამაზესი გოლი "მონცასთან" [VIDEO]

altხვიჩას მომავალზე შეთანხმება შემდგარია - Corriere dello Sport კვარაცხელიას გადაწყვეტილებაზე წერს

მკითხველის კომენტარები / 11 /
აჰა ბარსა დამთავრდა ეხლა ვისი ჯერია,როგორ არ დაიღალეთ ამ ტყუილების მოსმენით ან მართლა რომ გადავიდეს ვინ უნდა ამოაგდოს სასტავიდან მითხრას ვინმემ, სკამის სახელად თუ გემეტებათ კი ბატონო, ცოტა რეალობას გაუსწირეთ თვალი, მინიმუმ ერთი წელი უნდა დარჩეს სადაც არის,მერე ვნახოთ...
დელიკა
08 აპრილი 2024 21:33
25
რით ვერ შეწყდა ამ ფულზე ლაპარაკი და სხვის ჯიბეში ფულის თვლა? ეხლა ადვილია ამ საკითხზე ლაპარაკი!!! ვერავინ ვერ წაროიდგენდა ამხელა ნახტომს,ამხელა პროგრესს იმ დროს როცა ეს ხელშეკრულება დაიდო (ალბათ ვერც თვითონ). დაგავიწყდათ რუბინში ჯაჭვით რომ იყო დაბმული? რომ არა ეს ავადსახსენებელი ომი, შეიძლება ეხლაც იქ ყოფილიყო!!! სწორედ ნაპოლი გახდა ის ტრამპლინი რომ დღეს მსოფლიომ აღიარა თორემ მანამდე მარტო ჩვენ ვიცოდით მისი შესაძლებლობების შესახებ ( რუსებისთვის ათეულშიც არ იყო), გარკვეულწილად ლავრენტამაც გარისკა თორემ რატო სხვა კლუბებმა არ იყიდეს? ეს ეხლა ღირ ასი და უფრო მეტი მილიონი, მაშინ კი 20 ც არ გადაიხადეს. ყველა ბიზნესმენი ცდილობს მეტი ამოიღოს ნაკლები დანახარჯებით, ისევე როგორც ყველა მოთამაშე ცდილობს მიიღოს მაქსიმალური ანაზღაურება. დარწმუნებული ვარ ეხლა უკვე თავისთვის კარგ კონტრაქტს გაიფორმებს!!!!!
rigiti
08 აპრილი 2024 20:24
8
ჯიბე, გასული სეზონის მიწურულს ხომ ცნობილი იყო ხვიჩას ფასიც და დონეც? და მაშინ რა ქნა წუწურაქმა ლავრენტიმ? ფაქტიურად აბუჩად აიგდო. ეს არც არავის დამფასებელს ჰგავს და არც რამის სასიკეთოდ შემცველს (ჯერჯერობით). ჯუღელი კი უვარგისია! ისევ თვითონ ხვიჩამ უნდა იყოჩაღოს.
რატი
09 აპრილი 2024 00:21
3
ალბათ ის ფასი არ შეთავაზეს, თორემ რას არ გაყიდდა.
გიო
08 აპრილი 2024 21:35
1
ყველა გამოხმაურება
ნაპოლი გახდება რუბინი კვარასთვის. იგივე სიტუაცია შეიქმნება როგორც ჩანს. ნაპოლი შეიძლება ლოგაზეც გავიდეს რადგან რომას სახლში ეთამაშება და რომას იუვესთანაც სათამაშო აქვს, რომას უფრო რთული თამაშები აქვს. მაგრამ ნაპოლი კიგაზე იქნება თუ ლიგის გარეთ მაინც ვერასოდეს გახდება გრანდი. გრანდი იტაკიაში იუვე, მილანი და ინტერია მითუნეტეს ევროპაში გრანდობაზე ნაპოლის რამოდენიმე საუკუნე აშორებს. კვარა გრანდში უნდა იყოს რომ წინსვლა გააგრძელოს. დიდი მადლობა ნაპოლის და ნეაპოლელებს.
G.LA
08 აპრილი 2024 19:43
5
წუწურაქი ღორი ლავრენტი სხვებსაც ჭაობში ითრევს (ჯერჯერობით ასე სჩანს). სულ მცირე, ღირსეული ანაზღაურება უნდა მიიღოს.
რატი
08 აპრილი 2024 18:40
4
ისეთი ხელშეკრულება აქვს რომ რა ვიცი, გამოსასყიდი ჩაეწერათ 50 მილიონი და მზად იყო, ეხ მამუკა მამუკა
მეგრელი
08 აპრილი 2024 18:03
2
გაბრაზებული ვარ! რატომ უნდა დაკარგოს კვარამ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შანსი წუწურაქი და უთავბოლო დე ლაურენტისის გამო?
ქუთაისელი
08 აპრილი 2024 15:21
12
ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გასვლა წუწურაქი დე ლაურენტისის გარდა ნაპოლის თითოეული ფეხბურთელის ბრალიცაა. სეზონის სტარტი სრული კატასტროფა იყო და ამას ნამდვილი პროფესიონალი ფეხბურთელიც უნდა ითვალისწინებდეს
გივი
08 აპრილი 2024 17:54
5
მერე, გაბრაზებული თუ ხარ, შე კაი ადამიანო, ცივი წყალი დალიე და გადაგივლის!
ქუთათურს
08 აპრილი 2024 17:04
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული