"ხვიჩა ჭკვიანია და დე ლაურენტისი მის შესანარჩუნებლად ორ-სამ კედელს აღმართავს" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
Il Roma-სა და Ottopagine-ს ჟურნალისტმა ჯოვანი სკოტომ OttoChannel-ის ეთერში "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა:

"ანტონიო კონტეს "ნაპოლის" მწვრთნელად დანიშვნა შესაძლებელია. მხარეებს შორის კონტაქტები ოქტომბერსა და ნოემბერში შედგა, როდესაც რუდი გარსია სამუშაოდან დაითხოვეს. ეს აბსურდული არაა, რადგან აურელიო დე ლაურენტისმა კარლო ანჩელოტი მაშინ ჩამოიყვანა, როცა ყველას შეუძლებლად მიაჩნდა.

გარემოებები მსგავსია და კონტე კარგ პროექტს დათანხმდება, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებსა და ნეაპოლში მისაღებ პირობებზე იქნება დაფუძნებული. ის საუკეთესო კანდიდატურაა. როგორც არ იყო ხელფასი პრობლემა ანჩელოტისთვის, ასევე არ იქნება კონტესთვის, თუნდაც 10 მილიონ
ევროზე იყოს ლაპარაკი. რამ შეიძლება ანტონიო შეაფერხოს? ეს დე ლაურენტისის მიერ შექმნილი გარემოცვაა, მას საქმეებში ჩაურევლობა დასჭირდება.

ამას გარდა, იდეის განსახორციელებლად შესაბამისი მოთამაშეებია აუცილებელი. კონტე აურელიოსთვის პირველი არჩევანია. მე მისი დანიშვნის მომხრე ვარ და საინტერესო იქნება, ვნახოთ, რას შეუძლია აქ ძლიერ გუნდთან ერთად მიაღწიოს. ევროტურნირების გარეშე დარჩენა შეიძლება იმ ფეხბურთელთათვის დამაბრკოლებელი ფაქტორი აღმოჩნდეს, რომელთაც გადმოსვლა სურთ. ასე რომ, ევროტურნირებზე გასასვლელად ყველაფერი უნდა გააკეთონ. პარადოქსია, მაგრამ ჩემი სურვილი კონფერენს ლიგაზე მონაწილეობაა, რამეთუ გამარჯვების მეტი შანსი არსებობს. ჩაგდებული სეზონის შემდეგ წარმატება სტიმულის მიმცემი იქნება.

კვარაცხელია "ბარსელონაში"? ქართველის გადასაწყვეტია, მას ჯერ გაშვება არ უთხოვია. დაველოდოთ ამ მნიშვნელოვან, დაპირებულ კონტრაქტს. ეს თითქმის ოსიმენთან შეთანხმების მსგავსია, რომელიც პსჟ-ში უნდა გადაბარგდეს. ვნახოთ, რამდენად მისაღები წინადადებით მიმართავენ და როგორი იქნება ხვიჩას მოთხოვნა. "კვარას" კარიერის "ნაპოლიში" გაგრძელების სურვილი აქვს, ჭკვიანი, შორსმჭვრეტელი და კარგად დარიგებულია. ურჩევნია მთავარი როლის შემსრულებელი აქ იყოს, ვიდრე მეორე პლანზე "დიდ ევროპაში" იმყოფებოდეს. ამჟამად აღნიშნულ საკითხში არანაირი საფრთხე არ არსებობს და ნებისმიერ შემთხვევაში დე ლაურენტისი მზადაა მის შესანრჩუნებლად ერთი კი არა, ორი-სამი კედელი აღმართოს".

მკითხველის კომენტარები / 11 /
მივმართავ ასეა ეს და მისნაირად მოაზროვნეებს: კვარა ნაპოლის თებერვლის და მარტის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს,ანუ თქვენი აზრით კვარა არის ხასიათის მოთამაშე? ნურას უკაცრავად ეს ბიჭი 80 მილიონი ღირს( მაგრამ არ მგონია ასეთ დაბალ ფასად შეელიოს მას აურელიო).ტრანსფერმარკეტი 80 მილიონს არ ადებს ფარჩაკ ფეხბურთელებს
კინგი
10 აპრილი 2024 02:24
1
Ხვიჩა კვარაცხელია წელს ნეაპოლში არ უნდა დარჩეს! Დე ლაურენტისის კლანჭებიდან თავის დასახსნელად ყველაფერი უნდა გააკეთოს! Თუნდაც ავტოგოლები გაიტანოს!
Ზაზა
09 აპრილი 2024 13:03
14
ასეთი არასტაბილორი თამაშით ვის რაში ჭირდება.ამ სეზონში ორი სამი თამაში აქვს ცოტა მაღალ დონეზე ჩატარებული და ვინ გარისკავს დიდი თანხის გადახდას.ამისთვის საჭიროა დიდი შრომა მაგრამ როგორც ქართველი დედები იტყვიან შვილზე ნიჭიერია მაგრამ ზარმაცი.
ასეა ეს
09 აპრილი 2024 11:57
32
ასეა ეს-ს!!-ოჰ გამოჩნდა ხვიჩას ცნობილი მოძულე,სად იყავი აქამდე??რატომღაც შენი კომენტარები სხვა ფეხბურთელების,ან სპორტსმენების სტატიებზე არ მხვდება,მათ ყველაფერი კარგად აქვთ კარიერაში?მაგრამ ხვიჩაზე ხარ ჩასაფრებული!!!!!
ბექა
09 აპრილი 2024 17:57
2
ბოღმიანი ხელმოცარულების საცოდავი წკმუტუნი. )))))
რატი
09 აპრილი 2024 16:02
2
სჯობს სადაც არის იქ დარჩეს, გიორგი მიქაუტაძის მაგალითი არ დაგავიწყდეთ!
SOS!!!
09 აპრილი 2024 10:55
8
კი, ნათქვამია ასეთი სიბრძნე: "სჯობს სოფელში იყო პირველი, ვიდრე რომში მეორეო".
ჟორა გაბრიჭიძე
09 აპრილი 2024 10:00
6
კვარა ჭკვიანია,მაგრამ აგენტი?აქამდე ,მის გამო,ყველგან წაგებულ მდგომარეობაშია,კვარა.თუმცა იტალიელს,ეს არ უნდა აინტერესებსდეს და არც აინტერესებს.მისი სადარდებელი,ნაპოლია!ბარსელონას უკვე შეუთვალეს უარი,რადგან საკუთარ ინტერესებს იცავენ.ჯუღელი იცავს,ხვიჩას ინტერესებს?თავისი ჭკუით იცავს,მაგრამ უკვე მერამდენედ კარგის ნაცვლად,ცუდი გამოუვიდა.მასზე კომპეტენტურებთან,ეშმაკებთან და ევროპულ ცხოვრების წესებში თუ ხრიკებში,მასზე შეუდარებლად უკეთ გარკვეულებთან უწევს ურთიერთობა და ყოველ ნაბიჯზე მოტყუებულის მდგომარეობაში აღმოჩნდება.უკვე შარშან,იანვარში,ხვიჩასათვის ხელფასი უნდა მოემატებინათ,რადგან აშკარად ჩანდა,რომ მისი სახით,იტალიას ვარსკვლავი მოევლინა,მაგრამ დღემდე დამწყების სასაცილო ხელფასზე ათამაშებენ და ამასაც კი ვერაფერი მოუხერხა.ეგ კი არა,კიდევ გადაუწიეს ხელფასის მომატებაზე მოლაპარაკება იქაც,3,4 მილიონის შეთავაზებას ჰპირდებიან.ეს ჟურნალისტი კი,გვპირდება,რომ დე ლაურენტისი,სამი მხრიდან კედელს აუშენებს და მხოლოდ ნაპოლისთან ხელშეკრულების გაგრძელებისაკენ დაუტოვებს გზას.დაიჭირა ალტრუისტი კვარა,უსუსტესი მისი აგენტი და ხვიჩას წილ მილიონებს,საკუთარი ჯიბისკენ გაუკვალა გზა.რა თქმა უნდა ამის შენარჩუნებას,ყოველგვარი საშუალებით ეცდება.არც ძალის გამოყენებაზე იტყვის უარს და არც,შანტაჟზე.ბიზნესის თვისებაა,სადაც დიდი მოგებაა,იქ ყველაფერზეა წამსვლელი და სადაც დიდი მოგებაა,არ არსებობს დანაშაული,რომელზეც ბიზნესი არ წავა.ეს არის ბიზნესის სამწუხარო თვისება და მთელ მსოფლიოში გაჩაღებული ძალადობა,სწორედ ამისი დასტურია.იარაღის ბიზნესი,ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და ამდენი ადამიანის სისხლი და ცრემლი,არავის ანაღვლებს.დე ლაურენტისი,ყველაფერს ეცდება,აი რას დაუპირისპირებს ხვიჩა და ჯუღელი,ეგ არის საკითხავი.ოსიმენმა,ნაპოლის წარმომადგენლის სულელური სიტყვები დაიხვია ხელზე და დიდი ხელფასის გაცემა აიძულა,დე ლაურენტისი,თანაც წასვლის პერსპექტივას,საფრთხე არ შექმნია.შესძლებს მსგავს რამეს,ჯუღელი?ის "ჯიგრულ პონტში" განიხილავს "პრედლაჟენიებს" და ორი კვირის კნუტივით უძლურია,უამრავ მამაძაღლობაში გამოჯეკილ ზვიგენების წინააღმდეგ.ისინი,მამალ თხასაც მოწველიან,ჯუღელს კი,უკვე კაი ხანია,ჯიშიანი მეწველი თხის სტატუსი აქვს,მათ თვალში.
სოსო
09 აპრილი 2024 09:53
7
სოსოებს-ს.მაგას მე მეუბნები?!ნაპოლის თამაშDი სიამოვნებას განიჭებს?ალალი იყოს,შენთვის დამითმია!მე კი,მინდა,რომ ხვიჩამ მართლა ფეხბურთი ითამაშოს,კლასიან გუნდში და თავისი კლასიც აჩვენოს.შარშანდელი ნაპოლი,ამის საშუალებას იძლეოდა და ვიღებდი კიდეც სიამოვნებას,მაგრამ დე ლაურენტისმა,საკუთარი ხელით დაანგრია ყველაფერი და ფეხბურთელებსაც დაუკარგა მოტივაცია.რა ვთქვი ჭორი და მოგონილი?არ იმსახურებსდა ხელფასის უკვე შარშან,იანვარში მომატებას?არ აჰკიდეს ლიდერის ტვირთი,დამწყები ფეხბურთელის ხელფასზე დატოვებულ კვარას?არ არის ეს უსამართლობა?როცა ვინმეს რაიმეს აბრალებ,ფაქტი,ან არგუმენტი უნდა გქონდეს,ბრალის დასამტკიცებლად.შენ კი უბრალოდ გაიარე და ბოღმის გუნდა გამოისროლე,ჩემი მისამართით.მაგას ჰქვია: მე ვიტყვი,რომ შენ აქლემი ხარ და მერე,შენ დაამტკიცე,რომ არა ხარო!
სოსო
09 აპრილი 2024 13:32
2
დაანებეთ ჭორაობას თავი და ისიამოვნეთ ფეხბურთით ( მაგრამ თქვენნაირები ვერ გაქაჩავთ)
სოსოებს
09 აპრილი 2024 11:44
8
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული