"ფენომენალურმა მეფე "ჟორჟმა" შეიძლება "მეცი" გავარდნისგან იხსნას" - მიქაუტაძემ ფრანგები აღაფრთოვანა

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში "მეცმა" სახლში "ლანსს" გიორგი მიქაუტაძის დუბლით 2:1 სძლია, ლიგა 1-ის საიტმა კი ქართველი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და გვირგვინით წარმოსახა.

განსაკუთრებით მოწონება პირველმა გოლმა დაიმსახურა და აღნიშნეს, რომ მიქაუტაძეს გამორჩეული საღამო ჰქონდა.

"ეკიპი" წერს, რომ გიორგი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი იყო და თავის გუნდს ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნების შანსი დაუტოვა:

"ფეთქებადი მიქაუტაძე ის მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია "მეცი" გავარდნისგან იხსნას. "აიაქსიდან" იჯარით დაბრუნების შემდეგ ის მაგალითის მიმცემია. "ლანსის" ოთხი მცველის ჩამოცილების შედეგად გატანილი გოლი მართლაც ფენომენალური იყო შესრულების
სიჩქარის, სიძლიერისა და ბურთის კუთხეში დარტყმით. შესვენებაზე გასვლის წინ ისევ იდეალურად გაიტანა. ბოლო 7 მატჩში "ჟორჟის" ანგარიშზე 7 გოლია, რაც მის კლასზე მეტყველებს".

OptaJean-ი ხაზს უსვამს, რომ ლიგა 1-ში "მეცის" ფეხბურთელებიდან ზედიზედ ორ მატჩში დუბლის შესრულება ბოლოს 1995 წლის იანვარში სირილ პუჟემ მოახერხა, ახლა კი ქართველმა შეძლო.

socios-fcmetz-მა მიქაუტაძის თამაში ასე შეაფასა: "ჩვენი მეფე ერთადერთი და განუმეორებელია".

მკითხველის კომენტარები / 12 /
ღმერთმა დიდხანს გამეფოს მოედანზე,ჩვენო გიორგი!
მაო
13 აპრილი 2024 05:56
1
დღეს ვერაფერი გამახარებდა ისე..როგორც შენი თამაში..და მართლაც ფენომენალირი გოლი..იქეთ მამუკელაშვილს ვერ აჩერებემ ნბაში..ყველა ქართველი გახარებული და შეუჩერებელი მენახეთ..
კიეზა
13 აპრილი 2024 10:24
0
აიაქსში რომ არ წასულიყო,მეცს გასავარდნად არ ექნებოდა,საქმე.ეს აშკარაა!ძალიან ძნელია,აიაქსზე უარი თქვა,მაგრამ ალბათ ეს გამოცდილებაც მისაღები იყო.მთავარია,რომ ფორმა აღიდგინა და სამომავლოდ,მშვენიერი პერსპექტივები გამოუჩნდება.სადაც დაუძახებენ,თვითონაც მეტს დაფიქრდება და მისი წაყვანის მსურველებიც,რადგან ამ სეზონმა,ყველა მხარეს დაანახა,რომ ყველაფერზე,კარგად დაფიქრებაა საჭირო.
სოსო
13 აპრილი 2024 10:12
0
ძალიან გამახარა გიორგიმ.უნიჭიერესი ფეხბურთელია. სწორ პოზიციაზე თუ ათამაშე აუცილებლად გაიტანს. მეცის მთავარი იმედია. ძალიან მინდა არ გავარდეს რომ გიორგიც ამაღლებულ განწყობაზე იყოს ევროპის ჩემპიონატისათვის.იქაც იტყვის თავის სათქმელს. რა ტყუილა დაიკარგა აიაქსში გადასვლით დრო? არაუშავს შეძლო მობილიზება და ძველებურად ათამაშდა. ბრავო!!!
david
13 აპრილი 2024 12:52
0
ლეგენდარული აიაქსისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად არა რაააა ..... Აშკარად ხელს Უშლის ამ ბოლო დროს კლუბის ბოსობას მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალურობა
დინამოელი
13 აპრილი 2024 07:56
3
აიაქსი ცუდად მოექცა ჟორჟს ,ერთხელ არ ათამაშეს თავის პოზიციაზე,ცენტფორვარდად. კლასი ნამდვილად აქვს.ასე თუ გააგრძელა ივნისში მაგარ ფორმაში იქნება.
Რერო
13 აპრილი 2024 09:12
0
ევროპაზეც ჩაატარე ჟორჟ ერთი ეგეთი და მომავალ სეზონში კაი კლუბი გარანტირებული გაქვს.
SSSSSS
13 აპრილი 2024 12:34
0
გიორგის თუ ფრანგულ სტილში ჟორჟს ეძახით არასწორია. უნდა დაუძახოთ ჟოღჟი! ამიტომ საანებეთ თავი მატრაკვრციბას და დაუძახეთ გიორგი!
The
13 აპრილი 2024 13:07
9
ფრანგული შემოერუსულათ.
vai vai
13 აპრილი 2024 14:33
5
ჩემს დიდ ბაბუას პასპორტში გიორგი ერქვა, მაგრამ ჟორას ეძახდა ყველა და თვითონაც თავის თავს, ჟორჟსაც არა მგონია წყინდეს ასე, რომ მოვიხსენიებთ, პირიქით. ასე რომ რასაც თვითონ მიიჩნევს თავისად ის დავუძახოთ.
სიმენონი
13 აპრილი 2024 16:44
1
უხდება, ხომ იცი...
დდდ
13 აპრილი 2024 15:18
0

სიახლეები პოპულარული