Todo Fichajes: მამარდაშვილმა შეიძლება პსჟ-ში დონარუმა შეცვალოს

AutoSharing Option
Todo Fichajes-ის ცნობით, "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილმა შეიძლება კარიერა პსჟ-ში გააგრძელოს.

გამოცემა იტყობინება, რომ პარიზული კლუბი უკმაყოფილოა ჯანლუიჯი დონარუმას თამაშით, მის შემცვლელს ეძებს, გუნდის მწვრთნელ ლუის ენრიკესთვის პრიორიტეტული უნაი სიმონის (ბილბაო) კანდიდატურაა, მაგრამ იტალიელის შემცვლელთა სიაში ქართველიც მოხვდა.

აღნიშნულია, რომ მამარდაშვილის შესაძენად "პარი სენ ჟერმენს" 35 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, სხვა დაინტერესებული კლუბები 30 მილიონზე მეტის გადახდაზე თანახმა არ არიან, ასე რომ, "ღამურებთან" გიორგის განშორება ახლოვდება, მით უმეტეს რამდენიმე კვირის წინ სტოლე დიმიტრიევსკის (რაიო ვალეკანო) კონტრაქტის გაფორმებაზე შეუთანხმდნენ, რომელსაც თავისუფალი
აგენტის სტატუსით აიყვანენ, ხოლო ქართველის ტრანსფერიდან მიღებული ფულით შემადგენლობის გაძლიერებაზე იზრუნებენ.

პსჟ-მა 2022 წელს "ვალენსიასგან" ნახევარმცველი კარლოს სოლერი შეიძინა და კლუბებს კარგი ურთიერთობა აქვთ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ერთადერთი ჩემპიონატია ტოპებიდან რომელსაც ვერ ვუყურებ.. და ეს პსჟ-ც ძალად გრანდად ქცეული გუნდი
toti
10:24 16-04-2024
0
ჩელსიში წავიდეს,ჩელსის მეკარეების რეალი ყიდულობს ხოლმე:))
კოკი
07:51 15-04-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული