Todo Fichajes: მამარდაშვილმა შეიძლება პსჟ-ში დონარუმა შეცვალოს

AutoSharing Option
Todo Fichajes-ის ცნობით, "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილმა შეიძლება კარიერა პსჟ-ში გააგრძელოს.

გამოცემა იტყობინება, რომ პარიზული კლუბი უკმაყოფილოა ჯანლუიჯი დონარუმას თამაშით, მის შემცვლელს ეძებს, გუნდის მწვრთნელ ლუის ენრიკესთვის პრიორიტეტული უნაი სიმონის (ბილბაო) კანდიდატურაა, მაგრამ იტალიელის შემცვლელთა სიაში ქართველიც მოხვდა.

აღნიშნულია, რომ მამარდაშვილის შესაძენად "პარი სენ ჟერმენს" 35 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, სხვა დაინტერესებული კლუბები 30 მილიონზე მეტის გადახდაზე თანახმა არ არიან, ასე რომ, "ღამურებთან" გიორგის განშორება ახლოვდება, მით უმეტეს რამდენიმე კვირის წინ სტოლე დიმიტრიევსკის (რაიო ვალეკანო) კონტრაქტის გაფორმებაზე შეუთანხმდნენ, რომელსაც თავისუფალი
აგენტის სტატუსით აიყვანენ, ხოლო ქართველის ტრანსფერიდან მიღებული ფულით შემადგენლობის გაძლიერებაზე იზრუნებენ.

პსჟ-მა 2022 წელს "ვალენსიასგან" ნახევარმცველი კარლოს სოლერი შეიძინა და კლუბებს კარგი ურთიერთობა აქვთ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
არ მომწონს პსჟ,როგორც ორგანიზაცია!არც მისი გულშემატკივრები მომწონს.უმადური ხალხია, დიდი ამბიციებით.რა თქმა უნდა გიორგის გადასაწყვეტია,თუ დაუძახეს,მაგრამ მე პირადად,სხვა კლუბს ვარჩევდი.რა თქმა უნდა ხელფასის სიდიდესაც დიდი მნიშვნელობა აქვს,მაგრამ თანაბარ პირობებში,სხვაგან წასვლას ვარჩევდი და ვურჩევდი.
სოსო
18:28 14-04-2024
1
მამარდა, ნამდვილად არ მემეტება ამ საზიზღარი გუნდისთვის. უსაზიზღრესი ფანები ყავთ ულტრასების სახით, რომლებიც ყველანაირ ზღვარს გადადიან. თვითონაც საფრანგეთს მარტო სახელიღა თუ შერჩა, არავითარი ევროპა ეგ აღარ არის, ფაქტობრივად აფრიკის " ფილიალია".
გიგა
21:48 14-04-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული