კიტეიშვილის გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმი" "ზალცბურგს" დაეწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრიის ბუნდესლიგის 26-ე ტურში „შტურმმა“ გასვლაზე „ჰარტბერგი“ 3:1 დაამარცხა.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა პენალტით გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 20 მატჩში 5 გოლია. კიტეიშვილი 90+1-ე წუთზე შეცვალეს და ორივე გუნდიდან საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ქართველის თამაში Flashscore-მ 8.2 ქულით შეაფასა, ხოლო Sofascore-მ 8.0-ით.

„შტურმი“ 32 ქულით „ზალცბურგთან“ ერთად ლიდერია და 19 აპრილს „რაპიდს“ უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, კიტეიშვილის გუნდი თასის ფინალშიც გავიდა.

ჰარტბერგი. „პროფერტილ არენა“
ჰარტბერგი - შტურმი 1:3
გოლები: 0:1 პრასი (9), 0:2 კიტეიშვილი (63, პენ),
1:2 ავდიაი (73), 1:3 სტანკოვიჩი (90)

მკითხველის კომენტარები / 2 /
Sagol kite!!
L.J .
22:58 14-04-2024
0
ოთარ! აბა შენ იცი, ტრიპლ-დაბლი! 1 - ევროზე გასვლა! ავსტრიის თასი და ჩემპიონობა! ისე ევროზე რამე მედალს თუ არა, მეოთხედფინალიც უმაგრესი იქნება!
გაიხარე და გაგვახარე ყველა შენი გულშემატკივარი, მთელი ქვეყანა.
alexandre
14:17 15-04-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული