"ნაპოლის" საიტის ცნობით, დღეს ხვიჩა კვარაცხელიამ გასტროენტერიტის გამო ვერ ივარჯიშა.
Calciomercato წერს, რომ სერიოზული არაფერია, კვარაცხელია, დიდი ალბათობით, ამ დღეებში ვარჯიშს განაახლებს და მალე მოახერხებს აღდგენას. ერთი სიტყვით, ყველაფერი უფრო ნათელი ხვალ გახდება.
ნეაპოლური გუნდი იმედოვნებს, რომ ხვიჩა მწყობრში ჩადგება და 20 აპრილს "ემპოლისთან" ითამაშებს.