როგორ მოემზადება კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატამდე - ქართველების მთავარი მატჩები

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატი სულ უფრო გვიახლოვდება. ჩვენ საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობაზეც ვისაუბრეთ, მეტოქეებიც გაგაცანით და პერსპექტივებზეც დავწერეთ, ახლა კი მთავარი ისაა, თითოეული ფეხბურთელი პირველობას როგორ ფიზიკურ თუ ემოციურ მდგომარეობაში შეხვდება; ქართველი ლეგიონერების მატჩებზე "თავით გადავეშვებით".

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" დარჩენილ შეხვედრებს უმოტივაციოს ნამდვილად ვერ დავარქმევთ, თუმცა, სამწუხაროდ, ევროტურნირებზე გასვლის პერსპექტივა მკაფიოდ არ გამოიყურება. ყველაფერთან ერთად, ჩვენი მიზანი ისიცაა, "კვარა" ივნისს გამოფიტული არ შეხვდეს, თუმცა მთავარ მწვრთნელ კალცონას ქართველი გარემარბის ევროპის ჩემპიონატისთვის "მოფრთხილებასაც" ასე ვერ დავავალდებულებთ.

ნეაპოლელები იტალიის ჩემპიონატში დარჩენილ 6 მატჩს ერთკვირიანი
პაუზებით ითამაშებენ, ანუ ძალების აღსადგენად დრო საკმარისადაა. 20 აპრილს ჩვენებურის გუნდი "ემპოლის" ესტუმრება, რასაც ჟოზე მოურინიოს წასვლის შემდეგ უკვე ნაკლებად ხისტი "რომას" მასპინძლობა მოსდევს; "უდინეზე", "ბოლონია", "ფიორენტინა" და უკანასკნელ ტურში, 26 მაისს, "ლეჩეს" მასპინძლობა. კვარაცხელიას დასვენების საშუალება თითქმის არ ექნება, რადგან საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროსწინა ამხანაგური შეხვედრები უნდა ჩაატაროს. ჯერჯერობით ოფიციალურად ჩანიშნული მხოლოდ 9 ივნისი და მონტენეგროა.

ევრომდე ყველაზე მეტს ჩაკვეტაძე დაისვენებს...

Sportall.Ge

გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ყოველთვის სხვაზე ცოტათი მეტს ვღელავთ, თანაც ინგლისის ჩემპიონშიპი რთული და დატვირთული ტურნირია (46 ტური ტარდება). კარგი ისაა, რომ ინგლისის რანგით მეორე ჩემპიონატი ადრე სრულდება, ქართველი ნახევარმცველის "უოტფორდს" სულ 3 დაპირისპირება აქვს დარჩენილი და 4 მაისის შემდეგ "ჩაკვეს" შესაძლებლობა ექნება, ევრო 2024-ისთვის ინდივიდუალური პროგრამით მოემზადოს. უოტფორდელები სატურნირო მდგომარეობის კუთხით აბსოლუტურად უმოტივაციონი არიან.

თუკი მალე დასრულებაზე ვსაუბრობთ, ევროპირველობის გამო ყველა შეჯიბრება "დაჩქარებულია", გერმანიის მეკარე ბუნდესლიგაში კი, სადაც ბუდუ ზივზივაძე გამოდის, უკანასკნელი ტური 19 მაისსაა. "კარლსრუეს" 5 შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი, ისე კი, ვერც აღზევებას მოახერხებს და არც გავარდნა ემუქრება. ქართველის გუნდს ყველაზე მოტივირებული მეტოქეები "ჰანზა" და "ჰანოვერი" ეყოლება - ერთი გადასარჩენად იბრძვის, მეორე ბუნდესლიგაში დასაწინაურებლად.

მიქაუტაძის "მეცის" მძიმე სატურნირო მდგომარეობა...

Sportall.Ge

ევროპის ტოპლიგებიდან საფრანგეთის "ლიგა 1" 18 მაისს დასრულდება, გიორგი მიქაუტაძის "მეცი" პსჟ-ს უმასპინძლებს, რომელსაც მოტივაცია აქ აღარ შერჩა; აი, "ჟორჟის" გუნდს კი გადარჩენისთვის ბევრი ბრძოლა მოუწევს. უახლოეს ტურში უშუალო კონკურენტ "ლე ავრთან" სტუმრობა ერთ-ერთი გადამწყვეტია. რთული იქნება ჩემპიონთა ლიგაზე მოფიქრალი "ლილთან" თამაშიც. ჩვენებურზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, რომელსაც 15 მატჩში 9 გოლი და 3 "ასისტი" აქვს. რომ არა "აიაქსი"...

საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში ზურიკო დავითაშვილის "ბორდო" სეზონის ბოლომდე 6 შეხვედრას გამართავს. რადგანაც 4 გუნდი ვარდება, ზურიკოსა და მის თანაგუნდელებს ჯერ გარანტირებული არაფერი აქვთ, თანაც, კალენდარი საკმაოდ რთულია.

რაც შეეხება კიდევ ერთ ტოპლიგას, "ვალენსია" 26 მაისამდე 7 მატჩს ჩაატარებს. გუნდი მოწინავე ექვსეულს ამჟამად მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. გიორგი მამარდაშვილმა კვლავ ასე თუ "იფრინა", ყველაფერი შეიძლება მოხდეს. "ბეტისი", "ბარსელონა", "სოსიედადი", "ჟირონა" - ეს მატჩები ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

"მამარდა" ბოლო ტურში "ვალენსიას" კაპიტნობდა...


Sportall.Ge

"ლა ლიგა 2"-ში გიორგი ქოჩორაშვილის "ლევანტე" 2 ივნისამდე ითამაშებს. გუნდი ექვსეულში მოსახვედრად და დაწინაურებისთვის იბრძვის, მაგრამ თუკი ბოლო ტურის წინ "ქოჩორას" ნაკრებს დაუთმობენ, ძალიან კარგი იქნება!..

ავსტრიაში ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" ჩემპიონობის დიდ შანსსაც ინარჩუნებს და თასის ფინალშიცაა. "კიტეს" კარგი ფორმა და ფიზიკური მომზადება ჩვენც ძალიან გვჭირდება, 19 მაისამდე კი მას 7 "ფინალი" ელის.

სულ 3 ტური დარჩა კვიპროსში, სადაც ლაშა დვალისა და გიორგი ქვილითაიას "აპოელი" ჩემპიონობისთვის იბრძვის, ამჟამად კი უშუალო კონკურენტ აეკ-ს ერთი ქულით აღემატებიან. ვგულშემატკივრობთ ლევან შენგელიას მომჯობინებას, საბერძნეთში მისი გუნდი კი გასავარდნ ზონასთან ახლოს ტრიალებს.

ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს 18 ივნისს ჩავატარებთ!..

altმამარდაშვილი ევრო 2024-ის 3 ყველაზე პროგრესირებად მეკარეში - ვინაა ყველაზე სახელოვანი...

altროგორ "ვთარგმნოთ" კვარაცხელიას თამაში - რითი იამაყებდა სპალეტი და რატომ არ უნდა აგვიცრუვდეს გული "ნაპოლიზე"...

altუკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...

altევრო 2024 - საქართველოს ნაკრების სავარაუდო განაცხადი - ვერ ვიჯერებთ!..

მკითხველის კომენტარები / 14 /
რაც გინდა ის ქნას ამ მაძღარმა ნაცმა..სააკაშვილიც მოინახულოს თუ უნდა
24
კვარაცხელია აყვა ნაცების ცდუნებას და უღირს ადამიანად იქცა! პატარა ვაჭარ ნაცად იქცა.არ მეგონა სააკაშვილის ტიტუშკა თუ გახდებოდა..ნაცები ქვეყნის მტრები არიან…
33

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული