Cadena SER: მამარდაშვილის სამაგალითო ჟესტი სპორტს აკეთილშობილებს

AutoSharing Option
ლა ლიგის 31-ე ტურში "ვალენსიამ" პამპლონაში "ოსასუნას" 1:0 სძლია. კომპენსირებულ დროში მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა ანტე ბუდიმირმა უხეიროდ შესრულებული პენალტით ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო, ბურთს "ღამურების" მეკარე გიორგი მამარდაშვილი დაეუფლა, რომელმაც პრიმერას მიმდინარე გათამაშებაზე მეთორმეტედ შეინახა კარი მშრალად.

Cadena SER-ის ცნობით, ხორვატ ფორვარდს თამაშისას მამარდაშვილთან მეორე სართულზე ბურთზე ბრძოლისას შეჯახების შედეგად ნეკნების მოტეხილობა ჰქონდა, გასახდელში პირიდან სისხლის დენა აღენიშნებოდა და ნავარას უნივერსიტეტის კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოცემა იტყობინება, რომ ქართველმა ბუდიმირის ნომერი გაიგო, დაურეკა, მოიკითხა, გაამხნევა და მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

Cadena SER-ი გიორგის საქციელს სამაგალითო ჟესტად
მიიჩნევს, რაც აკეთილშობილებს პროფესიონალურ სპორტს და აღნიშნავს, რომ ისინი თავიანთი ნაკრებების შემადგენლობაში ერთმანეთს შეიძლება ევროპირველობაზე შეხვდნენ.

alt"საქართველოს გზა და მომავალი მხოლოდ ევროპაზე გადის!" - მამარდაშვილი "უცხოური აგენტების შესახებ" კანონს გამოეხმაურა

altმამარდაშვილი ევრო 2024-ის 3 ყველაზე პროგრესირებად მეკარეში - ვინაა ყველაზე სახელოვანი...

altმამარდაშვილს, რომელმაც "ვალენსიას" უკაპიტნა, პენალტი ვერ გაუტანეს და მეთორმეტედ შეინახა კარი მშრალად [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
კაშიას მერე ალბათ კაპიტნობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება, რათქმაუნდა არა ამის გამო, არამედ თავისი სამაგალითო და “რაინდული” საქციელის და იერის გამო მოედანზე თუ მის მიღმა. დიდებული ქართველი ხარ, “აფერუმ” შენს მშობლებს! გვიყვარხარ მამარდ!
1
გამოცემა Cadena SER-ს: თქვენს პირს შაქარი. გაგმართლებოდეთ თქვენი ვარაუდი და ევროპირველობაზე საქართველო - ხორვატიის დაპირისპირება მართლა მოხდეს არ ვართ წინააღმდეგი!
ვაჟა მასწავლებელი
21:17 18-04-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული