კიტეიშვილის "შტურმმა" მოიგო და ბუნდესლიგაში გალიდერდა

AutoSharing Option
ავსტრიის ბუნდესლიგის 27-ე ტურში „შტურმმა“ სახლში „რაპიდი“ 1:0 დაამარცხა.

თამაში საინტერესო სანახავი ნამდვილად არ იყო, მომენტები იშვიათად იქმნებოდა, გოლის გამტანი არც ერთი გუნდი არ ჩანდა და თითქოს შეხვედრა ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ დედაქალაქელთა მეკარე ნიკლას ჰელდმა უხეში შეცდომა დაუშვა და გრაცელთა თავდამსხმელ მიკა ბიერეტს ისღა დარჩენოდა ბურთი ცარიელ კარში შეეგორებინა. ბოლოს სტუმრები შტურმზე გადავიდნენ, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლეს და მარცხი განიცადეს.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა 84-ე წუთამდე ითამაშა. მან flashscore-სგან 7.3 შეფასება დაიმსახურა, sofascore-სგან კი - 7.0.

„შტურმი“
35 ქულით ლიდერია და 24 აპრილს ისევ „რაპიდს“ დაუპირისპირდება, ოღონდ ამჯერად ვენაში. მეორე პოზიციაზე 32 ქულით „ზალცბურგია“, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

გრაცი. „მერკურ არენა“
შტურმი - რაპიდი 1:0
გოლი: ბიერეტი (79)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ასაკისა და სხვა გარშემო ფაქტორების გათვალისწინებით ეს სეზონი კიტეს ერთერთი ბოლო და საუკეთესო შანსია ტოპ 5-ში გადავიდეს. ახლახანს გახდა 28 წლის რაც ოპტიმალური ასაკია. კიდე 2 წელი და ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად უბრალოდ ზედმეტად ასაკოვანი იქნება. სწორედ წელს შეუძლია საკუთარი ლიდერიბით შტურმი ჩემპიონი გახადოს რაც მისდამი ინტერესს ერთი ორად გაზრდის. სწორედ წელს აქვს კიტეს უნიკალური შანსი ავსტრიაში ჩემპიონობასთან ერთად, სეზონის დასრულების შემდეგ დარჩეს სკაუტების რადარებზე და ევრო 2024-ზე გაამყაროს თავისი იმიჯი როგორც კარგი, ტექნიკური, სანდო ნახევარმცველი. სატრანსფერო ფასიც ხელს უწყობს რადგან 3-5 მილიონი არაა ის თანხა ვინმე რომ დააფრთხოს და თუნდაც გარისკვად არ უღირდეს. მოკლეს წელს არის ეს შანსი და ამისთვის 2 რამაა საჭირო. შტურმის ჩემპიონობა და ამ წარმატებაში კიტეს უშუალო მონაწილეობა გადამწყვეტ თამაშებში გოლებით და ასისტებით. და მეორე, ევრო 2024-ზე სანდო და გამორჩეული თამაშით ნაკრების პლეი ოფში გაყვანა. ორივე რთული მისიაა მაგრამ ოთოს ეს ნაღდად შეუძლია.
ზაზა
13:48 20-04-2024
0
ყოველთვის ვწერდი, რომ კიტეს გარეშე ჩვენი შუა ხაზი მოშლილი იყო, კიტე არ ჩამოდიოდა შესარჩევ თამაშებზე, მუდმივად ტრავმა ჰქონდა თუ არ ჰქონდა, ფაქტია, რომ არ ჩამოდიოდა. ძალიან მაგარი ფეხბურთელია, გუნდის კაპიტანია და მისი გუნდი ავსტრიის ბუნდესლიგის ლიდერია, ამითი ყველაფერია ნათქვამი. იქნებ სწორიც იყო, რომ არ ჩამოდიოდა, როცა საჭირო იყო, შეასრულა ყველაფერი მაღალ დონეზე. მიდით ბიჭებო, კიდევ უფრო მოუმატეთ და გააკვირვეთ ყველა ევროზე.
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული