საკადრო პრობლემებით და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის იმედით - როგორი იქნება "ემპოლისთან" "ნაპოლის" სასტარტო შემადგენლობა?

AutoSharing Option
დღეს, "ემპოლისთან" სერია A-ს 33-ე ტურის გასვლით მატჩში, "ნაპოლის" დისკვალიფიცირებული ამირ რაჰმანი და მარიო რუი და ტრავმირებული მატიას ოლივეირა ვერ დაეხმარებიან. ამიტომ მწვრთნელ ფრანჩესკო კალცონას იძულებითი ცვლილებების განხორციელება მოუწევს.

areanapoli-სა და calcionapoli24-ს ცნობით, "ნაპოლი" თამაშს შემდეგი შემადგენლობით დაიწყებს: მერეტი, დი ლორენცო, ოსტიგარდი, ჟუან ჟეზუსი, მაცოკი, ანგისა, ლობოტკა, ზილენსკი, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი.

ვინაიდან იტალია მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე შეიძლება ექვსი გუნდით იქნეს წარმოდგენილი, "ნაპოლის" ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე მონაწილეობის შანსი გაუჩნდა. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას ilmattino და აღნიშნავს, რომ ბოლომდე ბრძოლაა საჭირო,
მაგრამ ისედაც პრობლემურ დაცვას წამყვანი ფეხბურთელები გამოაკლდა და ასეთ პირობებში მიზნის მიღწევა რთული იქნება.

პირველ წრეში "ნაპოლი" "ემპოლისთან" საკუთარ მოედანზე კომპენსირებულ დროში გაშვებული გოლით 0:1 დამარცხდა. დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

alt"ვინ იქნება კონტეს "ნაპოლის" მთავარი ფეხბურთელი? ჩემს პასუხზე შეიძლება გაგეცინოთ..." - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი

alt"ნაპოლი" ოსიმენის შემცვლელის გაფორმებასთან ახლოსაა - კონტეს ეს ფეხბურთელი არ მოსწონს

altკვარაცხელია და ოსიმენი კალცონას ხელში ყველაზე შედეგიანები არიან - რატომ არ ენდობიან ნათანსა და მაცოკის?

მკითხველის კომენტარები / 15 /
ცუდი ამინდია იტალიაში: სეტყვა, წვიმა, ჭექა-ქუხილი და ელვა.
რეალობა
20 აპრილი 2024 18:14
0
ომეპრაზოლი დალიოს და შეუტიოს ფაღარათ მორეულმა))
ლევანი
20 აპრილი 2024 13:06
13
ეს რა? ლაუაზიის კანონიაა???
rigiti
20 აპრილი 2024 18:48
0
ომეპრაზოლი ფაღარათს არ შველის )) მჟავიანობის დამწევია )))
ზაალი
20 აპრილი 2024 17:34
0
ყველა გამოხმაურება
დღეს ხვიჩა საუკეთესო ოქნება და მაგარ გოლსაც გაიტანს!
პესიმისტებო, შურიანებო, მერუსეებო, ამაღამ ვერ დაგეძინებათ. ასე მგონია.
მანფრედ კალცი
20 აპრილი 2024 11:45
10
ამიტომ არის პოლიტიკა ბინძური.. როდესაც აფიქსირებ შენს აზრს, მაშინ იმაზედაც მზად იყოს ხვიჩა იქნება თუ გრიშა, რომ გალანძღონს მერუსეთემ თუ პრო ფრანგმა...
ზაალი
20 აპრილი 2024 17:39
2
ისე შეგახსენებთ, ადრე მერუსეს, რუსეთუმეს და მოღალატეს ეძახოდით ამ კვარაცხელიას ზოგიერთი ქართველები.
ესეც გვახსოვდეს
20 აპრილი 2024 15:26
4
ნაპოლი წელს ექვსეულში მოხვედრას არ იმსახურებს.მაქსიმუმია მათი მეერვე ადგილი.
Რერო
20 აპრილი 2024 11:00
13
ძიუბასთან მიდი, გელოდება.
კ ო მ ბ ლ ე ს პირადი მღრვდელ - ს
20 აპრილი 2024 10:22
12
ამათი ლიგის პერსპექტივა დამთავრდა!!
დე როსი
20 აპრილი 2024 09:56
9
ფაფხურა მარტოც მოუგებს ემპოლის,ბარსას,რეალს და მან სიტის
,,კვარადონა"
20 აპრილი 2024 09:10
27
სხვა ფაფხურა ქართველებზე რას გვეტყვი??თქვენ მარტო კვარაცხელია გაგეჩხირათ ყელში?!
!!
20 აპრილი 2024 10:36
2
ხვიჩა შვილიმიდი სიმონ მარცხენას თეძო ააყოლე და... ნევროზი დამმართა ამ ბაღანაზე ზრუნვამ, ხვალ სანტელი უნდა დავანთო უფალი რომ წაეშველოს და გოლი გეიტანოს. მარა რომელ ეკლესიაში წავიდე სვეტიცხოველში, თუ ეჩმიაძინში?
სად ჯობია ნეტაა? რომელს აქვს მეტი ძალა? მეჩეთში რომ შევიდე, ან ბუდას ვთხოვო? სანიოლის საყდარი სადანაა არც ეგ იცით?
კ ო მ ბ ლ ე ს პირადი მღრვდელი
20 აპრილი 2024 04:57
21

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული