"ამსტერდამში კინაღამ ჭკუიდან გადავედი" - მიქაუტაძემ "აიაქსში" გატარებული საშინელი პერიოდი გაიხსენა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც „აიაქსიდან“ იჯარის წესით „მეცში“ დაბრუნდა, „ეკიპთან“ ამსტერდამულ გუნდში გატარებული პერიოდი გაიხსენა:

„ორ თვეზე მეტი სასტუმროში გავატარე, ოთახში მარტო ვიყავი, კინაღამ ჭკუიდან გადავედი. კლუბი ბინის მოძებნაში არ დამეხმარა. შემდეგ Airbnb-ზე საცხოვრებელი ფართი ვიქირავე, სადაც ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ჩემს ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი.

იქ არავის არ ვიცნობდი, მათ ენაზე ვერ ვლაპარაკობდი, წარმატების მისაღწევად პირობები არ მქონდა. ყველა ფეხბურთელი თავს კარგად ყოფნისთვის პატივისცემას უნდა გრძნობდეს. ეს მოთამაშისთვის აუცილებელია. იმედგაცრუებული ვიყავი. რაც „მეცში“ იჯარით წამოვედი, ჩემი ამბავი საერთოდ არ
უკითხავთ. „აიაქსში“ ყველამ დამივიწყა“.

მიქაუტაძემ „მეცში“ დაბრუნების შემდეგ 7 გოლი გაიტანა და ფრანგული მედია მისი თამაშით აღფრთოვანებულია.

მკითხველის კომენტარები / 20 /
არა მგონია დაგივიწყეს, ჩემო ჟორჟ, შენ ეგრე გააგრძელე და თუ გამოგიჩნდა კარგი მსურველი, ეგრევე დაფაცურდებიან, 18 მლ ჯერჯერობით ჰაერში აქვთ გასროლილი და ხომ უნდა ამიღონ, როგორმე.D
რრრ
20 აპრილი 2024 18:47
0
ხო და ჩემო ძმაო გიო, იმედია ერთ დღეს აიაქსს სადმე გადაეყრები და ჰეთთრიქით შეუსრულებ.

წარმატებები ჯიგარო.
ზაზა
20 აპრილი 2024 18:45
0
კიდევ არის იმედი,რომ ლიგაში დარჩეს,მაგრამ თუნდაც გავარდეს მეცი,გიორგის არავინ დატოვებს,მეორე ლიგაში.მან ჯერ ბელგიაში,ახლა კი საფრანგეთის ლიგა 1-შიც დაამტკიცა,რომ ამ ლიგების დონეს თავისუფლად შეესაბამება.ასეთი დონის და ასე სტაბილურად გამტანი ფეხბურთელები,განსაკუთრებით ფასობს.აიაქსი ინანებს,მის მიმართ ასეთ უსულგულობას.
სოსო
20 აპრილი 2024 23:10
0
კი საფრანგეთის მეორე ლიგაში გადაეყრება
გივი
20 აპრილი 2024 21:24
31
წარმატებები ჟორჟს და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
20 აპრილი 2024 18:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული