უმწეო "ნაპოლი" "ემპოლისთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 33-ე ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „ემპოლისთან“ 0:1 დამარცხდა.

მატჩის წინ კოკისპირულად იწვიმა, თუმცა შემდეგ გამოიდარა და შეხვედრა შესანიშნავ პირობებში ჩატარდა. ტრადიციულად დებიუტში ნეაპოლელთა უხეირო დაცვა ჩავარდა და მასპინძლები თავურით ჩერიმ დააწინაურა. სტუმრები შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ, პირველი მომენტი მხოლოდ 24-ე წუთზე შექმნეს, როდესაც კვარაცხელიამ ფიზიკურ ორთაბრძოლაში მცველი ჩამოიცილა, მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ ბურთი მეკარე კაპრილემ ფეხით მოიგერია, რომელიც „ნაპოლის“ საკუთრებაა და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულში თავის კლუბში დაბრუნდება. „ემპოლის“ კი მეორე გოლის გატანა შეეძლო, თუმცა კამბიაგოს დარტყმული ბურთი ძელს
მოხვდა.

შესვენების შემდეგ „პარტენოპეის“ მწვრთნელმა კალცონამ მცველი ნატანი მაცოკით შეცვალა, თუმცა თამაშის სურათი არ შეიცვალა, რამეთუ „ნაპოლი“ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მეტოქის კარზე სახიფათო იერიშების მიტანა უჭირდა. ხვიჩამ სცადა გატანა, ამჯერად ბურთი მიზანს ოდნავ ააცილა და 72-ე წუთზე მის ნაცვლად მოედანზე რასპადორი შევიდა, ხოლო პოლიტანო ნგონჟიმ შეცვალა. ეგ იყო და ეგ - "ნაპოლიმ" მარცხი განიცადა გუნდთან, რომელმაც ჩემპიონატზე ბოლო 6 მატჩიდან 5 წააგო.

„ნაპოლი“ 49 ქულით მერვე ადგილზეა და 28 აპრილს „რომას“ უმასპინძლებს.

„ემპოლიში“ მცველი საბა გოგლიჩიძე სათადარიგო იყო.

ემპოლი. „კარლო კასტელანი“
ემპოლი - ნაპოლი 1:0
გოლი: (4)

altმატჩის დღე! კვარაცხელია კარგად ათამაშებულ შეტევაში და გუნდი, რომელმაც გარსია შეიწირა...

მკითხველის კომენტარები / 23 /
ხვიჩა ჩვენო კარგოადამიანი და იმედო, გვიყვარხარ ! შენ გვერდით ვართ ლხინშიც და ჭირშიც
გიო
20 აპრილი 2024 22:26
13
გუნდი საერთოდ მოშლილია. ბურთის ფლობა აქვთ ყოველთვის პროცენტულად მეტი. ვერაფერ ღირებულს ვერ ქმნიან. რა მე-6 ადგილზე ლაპარაკობენ საერთოდ? მწვრთნელი რომელიც იტყვის სეზონის ბოლოს ყველა ვარიანტში მივდივარო, იმას რა უნდა მწვრთნელად. გამოდის რომ მას უკვე აღარ აინტერესებს ეს გუნდი.
დავით 67
20 აპრილი 2024 22:21
2
ვისაც ნაპოლისა და ხვიჩას წაგება გაგეხარდათ .............!
მანფრედ კალცი
20 აპრილი 2024 21:57
26
პირველ რიგში შენ კალცს
რა-ს
20 აპრილი 2024 23:24
4
უდიდესი წარმატება ხვიჩას! მაგარი …… ოოო ეგ ზუსტად
მანფრედ კალც-ს
20 აპრილი 2024 22:39
7
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული