უმწეო "ნაპოლი" "ემპოლისთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 33-ე ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „ემპოლისთან“ 0:1 დამარცხდა.

მატჩის წინ კოკისპირულად იწვიმა, თუმცა შემდეგ გამოიდარა და შეხვედრა შესანიშნავ პირობებში ჩატარდა. ტრადიციულად დებიუტში ნეაპოლელთა უხეირო დაცვა ჩავარდა და მასპინძლები თავურით ჩერიმ დააწინაურა. სტუმრები შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ, პირველი მომენტი მხოლოდ 24-ე წუთზე შექმნეს, როდესაც კვარაცხელიამ ფიზიკურ ორთაბრძოლაში მცველი ჩამოიცილა, მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ ბურთი მეკარე კაპრილემ ფეხით მოიგერია, რომელიც „ნაპოლის“ საკუთრებაა და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულში თავის კლუბში დაბრუნდება. „ემპოლის“ კი მეორე გოლის გატანა შეეძლო, თუმცა კამბიაგოს დარტყმული ბურთი ძელს
მოხვდა.

შესვენების შემდეგ „პარტენოპეის“ მწვრთნელმა კალცონამ მცველი ნატანი მაცოკით შეცვალა, თუმცა თამაშის სურათი არ შეიცვალა, რამეთუ „ნაპოლი“ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მეტოქის კარზე სახიფათო იერიშების მიტანა უჭირდა. ხვიჩამ სცადა გატანა, ამჯერად ბურთი მიზანს ოდნავ ააცილა და 72-ე წუთზე მის ნაცვლად მოედანზე რასპადორი შევიდა, ხოლო პოლიტანო ნგონჟიმ შეცვალა. ეგ იყო და ეგ - "ნაპოლიმ" მარცხი განიცადა გუნდთან, რომელმაც ჩემპიონატზე ბოლო 6 მატჩიდან 5 წააგო.

„ნაპოლი“ 49 ქულით მერვე ადგილზეა და 28 აპრილს „რომას“ უმასპინძლებს.

„ემპოლიში“ მცველი საბა გოგლიჩიძე სათადარიგო იყო.

ემპოლი. „კარლო კასტელანი“
ემპოლი - ნაპოლი 1:0
გოლი: (4)

altმატჩის დღე! კვარაცხელია კარგად ათამაშებულ შეტევაში და გუნდი, რომელმაც გარსია შეიწირა...

მკითხველის კომენტარები / 23 /
ხვიჩა! შენი საქმეა ფეხბურთის თამაში და არა იმ ლოზუნგების სროლა "ჩვენი გზა ევროპაშია" რომლის ძახილიც უკვე გაუფასურდა და გაუფასურეს, იმ ანგაჟირებულმა ლაწირაკებმა, რომლებიც დარბიან წინ და უკან. ფეხბურთს მიხედე ჯობია!
ხვიჩა კვარაცხელიას!
23:49 20-04-2024
58
დღეს ნაპოლი ჩემთვის "ვიღაც" გუნდი ნამდვილად არ არის, ეს ის გუნდია, რომელმაც ქართველ ხალხს უდიდესი სიამოვნება და სიამაყე შეგვძინა, იტალიელი და ქართველი ტიფოზები გაგვაერთიანა და ჩაგვახუტა, ისეთი ხალხი მიუსხდა ბეხბურთის ტელე გადაცემებს, რომლებიც საერთოდ ვერ ერკვეოდნენ ფეხბურთში.ნაპოლის თამაშების სანახავად, ხალხი აღათუ იტალიის ქალაქებიდან არამედ საქართველოდანაც დაიძრა და ამის ერთ ერთი შემომქმედი და თავი და თავი ჩვენი ბიჭი ჩვენი ხვიჩაა! რატომ გიბრუნდებათ ზოგიერთებს ენა რომ მასზე და მის მეუღლეზე ამაზრზენი პოსტები დადოთ!
NAPOLI!
22:37 20-04-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული