ეს ქვილითაია იყო თუ მარადონა - გიორგიმ ზღაპრული გოლი გაიტანა და სტადიონი გადარია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის 34-ე ტურში აპოელ-მა საკუთარ მოედანზე „არისი“ 2:0 დაამარცხა.

მასპინძლები დებიუტში ისამ ჩებაკემ დააწინაურა, 31-ე წუთზე კი მეტოქის კარი იშვიათად ლამაზი გოლით გიორგი ქვილითაიამ დალაშქრა. ქართველის გოლმა ადგილობრივი მედია მოხიბლა - 24sports-ი წერს, რომ ეს შოუ და ერთი მსახიობის თეატრი იყო. მას დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა.

გიორგიმ მიმდინარე ტურნირზე 28 მატჩში 8 გოლი გაიტანა. ის 82-ე წუთზე შეცვალეს, ლაშა დვალმა კი შეუცვლელად ითამაშა.

აპოელ-ი ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 72 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ აეკ-ს 1 ქულით უსწრებს და 28 აპრილს
სტუმრად „ომონიას“ დაუპირისპირდება.

ნიქოზია. Neo GSP

აპოელ - არისი 2:0
გოლები: 1:0 ჩებაკე (8), 2:0 ქვილითაია (31)
გამოუყენებელი პენალტი: ქვილითაია (57, აპოელ)
გაძევება: სანე (70, არისი)

მკითხველის კომენტარები / 17 /
ქვილითაიამ მინიმუმ 1 ტაიმი უნდა ითამაშოს ნაკრებში
irakli
22 აპრილი 2024 09:44
11
Taimi kiara sul gasashvebia nakrebidan
Deme
22 აპრილი 2024 11:15
3
ხედავთ ხო? გავაკრიტიკე და გაცოცხლდა!
კ ო მ ბ ლ ე
22 აპრილი 2024 13:20
1

სიახლეები პოპულარული